The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



ოთარ შაორშაძე

ოთარ შაორშაძე
დაბადების თარიღი:4 ივნისი, 1953  (70 წლის)
კატეგორია:მუსიკოსი, ჟურნალისტი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: ქ. ზესტაფონი

დაამთავრა ვანო სარაჯიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო კონსერვატორია 1976 წელს, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ჟურნალისტიკის ფაკულტეტი 1982 წელს.

1977–1979წწ. მუშაობდა თბილისის I სამუსიკო სასწავლებელში კომკავშირის კომიტეტის გათავისუფლებულ მდივნად; 1979–1983წწ. პედაგოგად; 1979–1985წწ. საქართველოს რადიოში გადაცემა "პიკის საათის" რედაქტორად; 1985–1992წწ. საქართველოს ტელევიზიაში ინფორმაციის მთავარი რედაქციის უფროს რედაქტორად; 1996 წელს მთავარ რედაქტორად; 1992 წელს დააარსა პროგრამა "ალიონი" და იყო მისი მთავარი რედაქტორი; იყო ავტორი და წამყვანი ტელერადიო გადაცემებისა: "აუქციონი", "პიკის საათი", "ნაშუადღევს". 

წყარო: ვინ ვინაა საქართველოში: ქართული ბიოგრაფიული ცნობარი. – თბ., 1996 – 97. – გვ. 196 

ჯილდოები, პრემიები და პრიზები

  • 1996 - ღირსების ორდენი
    საქართველოს დემოკრატიის მშენებლობისა, სტაბილიზაციის განმტკიცებისა და ახალი ეკონომიკური რეფორმების განხორციელების საქმეში შეტანილი წვლილისათვის

გააზიარე: