შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
კონსტანტინე ვარდელი![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: ქ. სანქტ–პეტერბურგი. დაამთავრა ვანო სარაჯიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო კონსერვატორია 1963 წელს. 1963–1993წწ. მუშაობდა ვ. სარაჯიშვილის სახელობის თბილისის სახელმწოფო კონსერვატორიაში; 1966 წლიდან მუშაობს საქართველოს სახელმწიფო სიმებიან კვარტეტში; 1993 წლიდან საქართველოს სახელმწიფო კამერულ ორკესტრში გერმანიის ქალაქ ინგოლშტატში; კამერული ორკესტრი მართავს კონცერტებს საზღვარგარეთის სხვადასხვა ქვეყნებში; იგი მრავალი საერთაშორისო ფესტივალისა და კონკურსის ლაურეატია სიმებიან კვარტეტთან ერთად; კონსტანტინე ვარდელი იყო საქართველოს კამერული ორკესტრისა და კვარტეტის პირველი ვიოლინო. წყარო: ვინ ვინაა საქართველოში: ქართული ბიოგრაფიული ცნობარი. – თბ., 1996 – 97 . – გვ. 77; წიგნი ღირსებისა: ტ. 6/ შემდგ.: თამაზ ყიფიანი (რედ.), თენგიზ გაჩეჩილაძე, გურამ სიმონიშვილი.- თბ., 2003. - გვ.229 ჯილდოები, პრემიები და პრიზები
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |