The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



კონსტანტინე ვარდელი

კონსტანტინე ვარდელი
დაბადების თარიღი:15 მაისი, 1939
გარდაცვ. თარიღი:19 ივნისი, 2017  (78 წლის ასაკში)
კატეგორია:არტისტი, მუსიკოსი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: ქ. სანქტ–პეტერბურგი.

დაამთავრა ვანო სარაჯიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო კონსერვატორია 1963 წელს.

1963–1993წწ. მუშაობდა ვ. სარაჯიშვილის სახელობის თბილისის სახელმწოფო კონსერვატორიაში; 1966 წლიდან მუშაობს საქართველოს სახელმწიფო სიმებიან კვარტეტში; 1993 წლიდან საქართველოს სახელმწიფო კამერულ ორკესტრში გერმანიის ქალაქ ინგოლშტატში; კამერული ორკესტრი მართავს კონცერტებს საზღვარგარეთის სხვადასხვა ქვეყნებში; იგი მრავალი საერთაშორისო ფესტივალისა და კონკურსის ლაურეატია სიმებიან კვარტეტთან ერთად; კონსტანტინე ვარდელი იყო საქართველოს კამერული ორკესტრისა და კვარტეტის პირველი ვიოლინო.

წყარო: ვინ ვინაა საქართველოში: ქართული ბიოგრაფიული ცნობარი. – თბ., 1996 – 97 . – გვ. 77; წიგნი ღირსებისა: ტ. 6/ შემდგ.: თამაზ ყიფიანი (რედ.), თენგიზ გაჩეჩილაძე, გურამ სიმონიშვილი.- თბ., 2003. - გვ.229

ჯილდოები, პრემიები და პრიზები

  • 2001 - ღირსების ორდენი
  • საქართველოს სახალხო არტისტი
  • ლეო ვაინერის სახელობის საერთაშორისო კონკურსი, ლაურეატი
  • ზაქარია ფალიაშვილის სახელობის პრემია
  • შოთა რუსთაველის სახელობის სახელმწიფო პრემია

გააზიარე: