შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
ნოდარ გუჯაბიძე![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: ქ. ქუთაისი. დაამთავრა თბილისის ქვეითი ჯარების სასწავლებელი 1950 წელს; ფრუნზეს სახელობის სამხედრო აკადემია 1965 წელს; ვოროშილოვის სახელობის სსრკ შეიარაღებული გენშტაბის სამხედრო აკადემია 1973 წელს. ეკავა სამეთაურო თანამდებობები სსრკ შეიარაღებულ ძალებში; 1973-1979 წწ. იყო ოდესის სამხედრო ოლქის მოტომსროლელი დივიზიის მეთაური; 1978-1982 წწ. ბალტიისპირეთის სამხედრო ოლქის შტაბის უფროსის მოადგილე; 1982-1984 წწ. მთავარი სამხედრო მრჩეველი ავღანეთში; 1992-2002 წწ. მსახურობდა საქართველოს შეიარაღებულ ძალებში; 1992, 1995-1996 წწ. იყო ეროვნული გვარდიის მთავარი შტაბის უფროსი; 1993-1994წწ. თავდაცვის სამინისტროს მთავარი შტაბის უფროსი; 1996-2002 წწ. თავდაცვის სამინისტროს სამხედრო მრჩეველი; დაჯილდოებულია ორდენებითა და მედლებით; გენერალ–მაიორი (1976). წყარო: საქართველო: ენციკლოპედია: ტ.2. – თბ., 2012. – გვ.237; სამხედრო ფიცის ერთგულნი: ქართველი გენერლები.-თბ., 2015.-გვ.109; geonecropol.com ჯილდოები, პრემიები და პრიზები
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |