The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Biographical Dictionary
HomeCategories  
Search
Person Name:

The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it.

The dictionary is supported by the National Library of Georgia.

The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary.

Follow on Facebook



თეიმურაზ კოპალეიშვილი

თეიმურაზ კოპალეიშვილი
Date of birth:29 August, 1943
Date of death:8 September, 2014  (at 71 years)
Category:Economist, Scientist, Educator, Politician

Biography

დაბადების ადგილი: ქ. თბილისი.

დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ეკონომიკის ფაკულტეტი 1969 წელს, ასპირანტურა 1972 წელს.

1962-1963წწ. და 1966-1969წწ. იყო "თბილტანსაცმელვაჭრობის" გამყიდველი; 1969-1972წწ. თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ასპირანტი; 1972 წლიდან ეწეოდა სამეცნიერო-პედაგოგიურ საქმიანობას: 1973-1974წწ. თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის საქონელმცოდნეობის კათედრის ასისტენტი; 1974-1978წწ. მოსკოვის კოოპერაციული ინსტიტუტის თბილისის ფაკულტეტის უფროსი მასწავლებელი; 1978-2005წწ. საქართველოს სოციალურ-ეკონომიკური პრობლემების სამეცნიერო კვლევითი ინსტიტუტის განყოფილების გამგე; 199201995წწ. საქართველოს მე-3 მოწვევის პარლამენტის წევრი, საარჩევნო ბლოკი: სრულიად საქართველოს აღორძინების კავშირი, საარჩევნო ფორმა: პარტიული სიით; 1995-1999წწ. საქართველოს მე-4 მოწვევის პარლამენტის წევრი: საარჩევნო ბლოკი: საქართველოს მოქალაქეთა კავშირი (სმკ), საარჩევნო ფორმა: პარტიული სიით; 2000-2004წწ. საქართველოს ეკონომიკის სამინისტროს ეკონომიკური პოლიტიკის დეპარტამენტის დირექტორი; 2004-2005წწ. ასოციაცია "გლობალ-აგროს" ეკონომიკური სამსახურის ხელმძღვანელი; 2005 წლის მაისიდან დეკემბრამდე - შპს "ალაფი-აგროს" მეცნიერ-კონსულტანტი; 2006-2008წწ. პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის აპარატის უფროსი. ავტორია 40-მდე სამეცნიერო ნაშრომისა და 1 გამოგონების. ტექნიკის მეცნიერებათა კანდიდატი.

საკანდიდატო დისერტაციის თემა - "ტიტანცირკონიუმის მარილებით დათრიმლული შევრეტის სამომხმარებლო თვისებების გამოკვლევა", დაიცვა 1974 წელს.

წყარო: ვინ ვინაა საქართველოში: ქართული ბიოგრაფიული ცნობარი. –  თბ., 1998-1999. - გვ. 187; საქართველოს პარლამენტის ვებგვერდი: parliament.geaaf.geწიგნი ღირსებისა: ტ. 5/ შემდგ.: თამაზ ყიფიანი (რედ.), თენგიზ გაჩეჩილაძე, გურამ სიმონიშვილი.- თბ., 2003. - გვ.258

Member of Organizations

  • საქართველოს ეროვნული თანხმობისა და აღორძინების კავშირი, წევრი (1990-1993)
  • საქართველოს მე-3 მოწვევის პარლამენტი, წევრი (1992-1995)
  • საქართველოს მე-4 მოწვევის პარლამენტი, წევრი (1995-1999)
  • საქართველოს მე-4 მოწვევის პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტი, ქვეკომიტეტის თავმჯდომარე (1995-1999)
  • საქართველოს მე-4 მოწვევის პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტი, თავმჯდომარის პირველი მოადგილე (1995-1999)
  • საქართველოს მე-4 მოწვევის პარლამენტის ფრაქცია "მოქალაქეთა კავშირი", წევრი (1995-1999)
  • საქართველოს მოქალაქეთა კავშირი, წევრი (1994-)
  • საქართველოს სახალხო ფრონტი, წევრი (1989-1990)

Awards and Honors

  • 2000 - ღირსების მედალი

Share: