Login |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
HomeCategories |
Search The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it. The dictionary is supported by the National Library of Georgia. The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary. |
კონსტანტინე (მიტროპოლიტი)![]()
Biographyდაბადების ადგილი: სოფელი ბალანთა, ბორჯომის რაიონი. დაამთავრა ბორჯომის სატყეო ტექნიკუმი 1946 წელს; 1966 წელს თბილისის სასოფლო-სამეურნეო ინსტიტუტი მეტყევე-ინჟინრის კვალიფიკაციით. 1950-იანი წლებიდან მუშაობდა ჯერ ქ. ქლუხორის რაიონის სატყეო მეურნეობაში, შემდეგ ბორჯომ-ბაკურიანის სატყეო მეურნეობაში; 1972 წელს აკურთხეს დიაკვნად, 1973 წელს მღვდლად და დაინიშნა რუის-ურბნისის ეპარქიის სოფელ ატოცის წმიდა გიორგის ეკლესიის წინამძღვრად; 1974-1978წწ. მამა დიმიტრი მსახურობდა ხაშურის იოანე ნათლისმცემლის ეკლესიის წინამძღვრად; 1978 წელს იგი აღიკვეცა ბერად და ეწოდა სახელად კონსტანტინე, აყვანილ იქნა არქიმანდრიტის ხარისხში და 1978 წელს გამორჩეულ იქნა ურბნისის ეპარქიის ეპისკოპოსად; მეუფე კონსტანტინე 1979 წლიდან დაინიშნა საქართველოს საპატრიარქოს საგამომცემლო განყოფილების თავმჯდომარედ; 1980 წელს აყვანილ იქნა მთავარეპისკოპოსის ხარისხში და დაინიშნა სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ქორეპისკოპოსად; 1995-2000წწ. მიტროპოლიტი კონსტანტინე განაგებდა მარგვეთის ეპარქიას. წყარო: ვინ ვინაა საქართველოში: ქართული ბიოგრაფიული ცნობარი. – თბ., 1998-1999. - გვ. 187; წიგნი ღირსებისა: ტ. 3/ შემდგ.: თამაზ ყიფიანი (რედ.), თენგიზ გაჩეჩილაძე, გურამ სიმონიშვილი.- თბ., 2001. - გვ. 245; საქართველო: ენციკლოპედია: ტ.5. -თბ.,2023. -გვ. 154 Awards and Honors
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |