Login |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
HomeCategories |
Search The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it. The dictionary is supported by the National Library of Georgia. The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary. |
ლიანა ისაკაძე![]()
Biographyდაბადების ადგილი: ქ. თბილისი. დაამთავრა პეტრე ჩაიკოვსკის სახელობის მოსკოვის კონსერვატორია 1970 წელს. 1970–1992წწ. იყო მოსკოვის ფილარმონიის სოლისტი; 1981–1995წწ. საქართველოს სახელმწიფო კამერული ორკესტრის მხატვრული ხელმძღვანელი; 1965 წლიდან გასტროლებს მართავს საზღვარგარეთის მრავალ ქვეყანაში; 1974 წელს მის შესახებ გადაღებულია იაპონური დოკუმენტური ფილმი; 1975 წელს გადაღებულია ფინურ მხატვრულ ფილმში "სიბელიუსი"; გასული საუკუნის 90-იან წლებში მევიოლინეს შემოქმედება მჭიდროდ დაუკავშირდა გერმანიას; 1990 წელს ლიანა ისაკაძემ გერმანიის ქალაქ ინგოლშტადტში ჩაიყვანა საქართველოს კამერული ორკესტრი, რომელიც უკვე ოც წელზე მეტია "ინგოლშტადტის ქართული კამერული ორკესტრის" სახელით მოღვაწეობს; 1992 წელს ინგოლშტადტში დააარსა თავისი პედაგოგის დავით ოისტრახის სახელობის მუსიკალური აკადემია; ლ. ისაკაძე თანამედროვეობის ერთ-ერთი თვალსაჩინო მევიოლინეა; იგი ვუნდერკინდებს ეკუთვნოდა, 3 წლის ასაკში გახდა მევიოლინე; მისი დაკვრა გამოირჩეოდა არტისტიზმით, ღრმა მუსიკალურობით, ვირტუოზულობით; მის რეპერტუარში იყო კლასიკური და თანამედროვე მუსიკის საუკეთესო ნიმუშები; ქართველი კომპოზოტორების მთელი რიგი ახალი ნაწარმოებების (მაგ. ო. თაქთაქიშვილის სავიოლინო კონცერტი) პირველი შემსრულებელია; არის კლასიკური მუსიკის ფესტივალის ბათუმის "ღამის სერენადები"-ს ორგანიზატორი. ქართველი მევიოლინე. წყარო: ვინ ვინაა საქართველოში: ქართული ბიოგრაფიული ცნობარი. – თბ., 1996 – 97. – გვ. 99; წიგნი ღირსებისა: ტ. 3/ შემდგ.: თამაზ ყიფიანი (რედ.), თენგიზ გაჩეჩილაძე, გურამ სიმონიშვილი.- თბ., 2001. - გვ.130 Awards and Honors
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |