The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Biographical Dictionary
HomeCategories  
Search
Person Name:

The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it.

The dictionary is supported by the National Parliamentary Library of Georgia.

The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary.

Follow on Facebook



ლიანა ისაკაძე

ლიანა ისაკაძე
Date of birth:2 August, 1946  (77 years)
Category:Musician

Biography

დაბადების ადგილი: ქ. თბილისი.

დაამთავრა პეტრე ჩაიკოვსკის სახელობის მოსკოვის კონსერვატორია 1970 წელს.

1970–1992წწ. იყო მოსკოვის ფილარმონიის სოლისტი; 1981–1995წწ. საქართველოს სახელმწიფო კამერული ორკესტრის მხატვრული ხელმძღვანელი; 1965 წლიდან გასტროლებს მართავს საზღვარგარეთის მრავალ ქვეყანაში; 1974 წელს მის შესახებ გადაღებულია იაპონური დოკუმენტური ფილმი; 1975 წელს გადაღებულია ფინურ მხატვრულ ფილმში "სიბელიუსი"; გასული საუკუნის 90-იან წლებში მევიოლინეს შემოქმედება მჭიდროდ დაუკავშირდა გერმანიას; 1990 წელს ლიანა ისაკაძემ გერმანიის ქალაქ ინგოლშტადტში ჩაიყვანა საქართველოს კამერული ორკესტრი, რომელიც უკვე ოც წელზე მეტია "ინგოლშტადტის ქართული კამერული ორკესტრის" სახელით მოღვაწეობს; 1992 წელს ინგოლშტადტში დააარსა თავისი პედაგოგის დავით ოისტრახის სახელობის მუსიკალური აკადემია; ლ. ისაკაძე თანამედროვეობის ერთ-ერთი თვალსაჩინო მევიოლინეა; იგი ვუნდერკინდებს ეკუთვნოდა, 3 წლის ასაკში გახდა მევიოლინე; მისი დაკვრა გამოირჩევა არტისტიზმით, ღრმა მუსიკალურობით, ვირტუოზულობით; მის რეპერტუარშია კლასიკური და თანამედროვე მუსიკის საუკეთესო ნიმუშები; ქართველი კომპოზოტორების მთელი რიგი ახალი ნაწარმოებების (მაგ. ო. თაქთაქიშვილის სავიოლინო კონცერტი) პირველი შემსრულებელია; არის კლასიკური მუსიკის ფესტივალის ბათუმის "ღამის სერენადები"-ს ორგანიზატორი; ქართველი მევიოლინე.

წყარო: ვინ ვინაა საქართველოში: ქართული ბიოგრაფიული ცნობარი. – თბ., 1996 – 97. – გვ. 99; წიგნი ღირსებისა: ტ. 3/ შემდგ.: თამაზ ყიფიანი (რედ.), თენგიზ გაჩეჩილაძე, გურამ სიმონიშვილი.- თბ., 2001. - გვ.130

Awards and Honors

  • 2016 - ბათუმის საპატიო მოქალაქე
  • 2016 - თბილისის საპატიო მოქალაქე
  • 1998 - ღირსების ორდენი
    მუსიკალური ხელოვნების განვითარების, მისი პოპულარიზაციის საქმეში შეტანილი პირადი დიდი წვლილისა და ნაყოფიერი შემოქმედებითი მოღვაწეობისათვის
  • 1979 - ზაქარია ფალიაშვილის სახელობის პრემია
  • 1974 - საქართველოს სახალხო არტისტი
  • 1970 - სიბელიუსის სახელობის კონკურსი(ჰელსინკი), I პრემია
  • 1970 - პეტრე ჩაიკოვსკის სახელობის საერთაშორისო კონკურსი, III პრემია (მოსკოვი)
  • 1965 - მარგარიტ ლონგისა და ჟაკ ტიბოს სახელობის კონკურსი, I პრემია (პარიზი)
  • 1961 - მუსიკოს-შემსრულებელთა საკავშირო კონკურსი, II პრემია
  • 1957 - ამიერკავკასიის მუსიკოს-შემსრულებელთა კონკურსი ( I კონკურსი)
  • 1956 - რესპუბლიკის ფესტივალი, I პრემია
  • საპატიო ნიშნის ორდენი

Share: