The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



გივი კომახიძე

გივი კომახიძე
დაბადების თარიღი:31 მაისი, 1953  (70 წლის)
კატეგორია:ეკონომისტი, თანამდებობის პირი, მეცნიერი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: ქ. ქობულეთი.

დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ეკონომიკის ფაკულტეტი 1980 წელს.

1971 წელს იყო კიროვის რაიონის კონსულტანტ-მდივანი; 1971-1973წწ. კალინინის რაიონის სასამართლოს აღმასრულებელი; 1980-1981წწ. თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სააღრიცხვო-ეკონომიკური ფაკულტეტის კათედრის ლაბორანტი; 1986-1994წწ. მუშაობდა ფინანსთა სამინისტროს სისტემაში სხვადასხვა თანამდებობებზე: 1986-1987წწ. ფინანსთა სამინისტროს სამმართველოს მთავარი ეკონომისტი; 1987-1991წწ. განყოფილების უფროსი; 1991 წელს ფინანსებისა და ფულის მიმოქცევის მთავარი სამმართველოს უფროსის მოადგილე; 1994 წელს ფინანსთა სამინისტროს ფასების, ფულის მიმოქცევისა და საკრედიტო პოლიტიკის სამმართველოს უფროსი; 1994-1995წწ. ქობულეთის რაიონის გამგეობის თავმჯდომარის მოადგილე; 1995 წელს პირველი მოადგილე; 1995-1999წწ. საქართველოს მე-4 მოწვევის პარლამენტის წევრი, საარჩევნო ბლოკი: "სრულიად საქართველოს აღორძინების კავშირი", საარჩევნო ფორმა: მაჟორიტარული, მაჟორიტარი, №81 ქობულეთის საარჩევნო ოლქი. ავტორია 14 სამეცნიერო ნაშრომისა. ეკონომიკის მეცნიერებათა დოქტორი.

საკანდიდატო დისერტაციის თემა - "შრომის ნაყოფიერების დაგეგმვა და ანალიზი საქართველოს ჩაის მრეწველობაში", დაიცვა 1986 წელს. 

წყარო: ვინ ვინაა საქართველოში: ქართული ბიოგრაფიული ცნობარი. –  თბ., 1998-1999. - გვ. 186; საქართველოს პარლამენტის ვებგვერდი: parliament.geსაქართველოს პარლამენტის წევრები 1990-2015/კობა ამირხანაშვილი.- თბ., 2015.- გვ.212

ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი

  • საქართველოს დემოკრატიული აღორძინების კავშირი, წევრი (1995-)
  • საქართველოს მე-4 მოწვევის პარლამენტი, წევრი (1995-1999)
  • საქართველოს მე-4 მოწვევის პარლამენტის კორუფციასთან ბრძოლის დროებითი საგამოძიებო კომისია , წევრი (1995-1999)
  • საქართველოს მე-4 მოწვევის პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო ქვეკომიტეტი, თავმჯდომარე (1995-1999)

გააზიარე: