Login |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
HomeCategories |
Search The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it. The dictionary is supported by the National Library of Georgia. The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary. |
გივი კომახიძე![]()
Biographyდაბადების ადგილი: ქ. ქობულეთი. დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ეკონომიკის ფაკულტეტი 1980 წელს. 1971 წელს იყო კიროვის რაიონის კონსულტანტ-მდივანი; 1971-1973წწ. კალინინის რაიონის სასამართლოს აღმასრულებელი; 1980-1981წწ. თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სააღრიცხვო-ეკონომიკური ფაკულტეტის კათედრის ლაბორანტი; 1986-1994წწ. მუშაობდა ფინანსთა სამინისტროს სისტემაში სხვადასხვა თანამდებობებზე: 1986-1987წწ. ფინანსთა სამინისტროს სამმართველოს მთავარი ეკონომისტი; 1987-1991წწ. განყოფილების უფროსი; 1991 წელს ფინანსებისა და ფულის მიმოქცევის მთავარი სამმართველოს უფროსის მოადგილე; 1994 წელს ფინანსთა სამინისტროს ფასების, ფულის მიმოქცევისა და საკრედიტო პოლიტიკის სამმართველოს უფროსი; 1994-1995წწ. ქობულეთის რაიონის გამგეობის თავმჯდომარის მოადგილე; 1995 წელს პირველი მოადგილე; 1995-1999წწ. საქართველოს მე-4 მოწვევის პარლამენტის წევრი, საარჩევნო ბლოკი: "სრულიად საქართველოს აღორძინების კავშირი", საარჩევნო ფორმა: მაჟორიტარული, მაჟორიტარი, №81 ქობულეთის საარჩევნო ოლქი. ავტორია 14 სამეცნიერო ნაშრომისა. ეკონომიკის მეცნიერებათა დოქტორი. საკანდიდატო დისერტაციის თემა - "შრომის ნაყოფიერების დაგეგმვა და ანალიზი საქართველოს ჩაის მრეწველობაში", დაიცვა 1986 წელს. წყარო: ვინ ვინაა საქართველოში: ქართული ბიოგრაფიული ცნობარი. – თბ., 1998-1999. - გვ. 186; საქართველოს პარლამენტის ვებგვერდი: parliament.ge; საქართველოს პარლამენტის წევრები 1990-2015/კობა ამირხანაშვილი.- თბ., 2015.- გვ.212 Member of Organizations
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |