შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
მერაბ კოკოჩაშვილი![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: ქ. თბილისი. დაამთავრა მოსკოვის საკავშირო სახელმწიფო კინემატოგრაფიის ინსტიტუტის კინოსარეჟისორო ფაკულტეტი 1961 წელს. 1957-1960წწ. კინოსტუდია "ქართული ფილმის" რეჟისორის ასისტენტი; 1976-2005წწ. საქართველოს ტელეფილმების სტუდიის ხელმძღვანელი; 1989 წლიდან თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის კინოფაკულტეტის პედაგოგი; 1993-2006წწ. კინოს ენისა და სტრუქტურული კვლევის ლაბორატორის ხელმძღვანელი; ამჟამად ახალგაზრდა რეჟისორთა კავშირის - "ახალი სტუდია" დამფუძნებელი და დირექტორი. გადაღებული აქვს მხატვრული ფილმები: "ხმელი წიფელი"(1958), "არდადეგები"(1961), "მიხა"(1963), "დიდი მწვანე ველი"(1967), "გზა მშვიდობისა ჯაყო"(1973) და სხვ., დოკუმენტური: "თუ დაგივიწყო იერუშალაიმ"(2006), "ქართველი მამლუქები ეგვიპტეში"(2007), "ღვინის აკვანი"(2011) და სხვ., გადაღებულია ფილმებში: "მწვერვალი"(თემური, 1976), "არ იდარდო"(პორუჩიკი იშხნელი, 1968), "გიორგი სააკაძე"(პაატა, 1943). წყარო: ვინ ვინაა საქართველოში: ქართული ბიოგრაფიული ცნობარი. – თბ., 1998-1999. - გვ. 186; ეროვნული ფილმოგრაფიის საიტი: geocinema.ge; საქართველო: ენციკლოპედია: ტ.5. -თბ.,2023. -გვ. 116 ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი
ჯილდოები, პრემიები და პრიზები
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |