The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



კონსტანტინე კოკოევი

კონსტანტინე კოკოევი
დაბადების თარიღი:6 სექტემბერი, 1939
გარდაცვ. თარიღი:9 დეკემბერი, 2009  (70 წლის ასაკში)
კატეგორია:ეკონომისტი, მეცნიერი, პედაგოგი, პოლიტიკოსი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: ქ. თბილისი.

დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ეკონომიკის ფაკულტეტი 1968 წელს.

1969-1995წწ. საქმიანობდა განათლებისა და მეცნიერების დარგში: 1969 წელს იყო მომარაგების მთავარი კომიტეტის რესპუბლიკური გამოთვლითი ცენტრის განყოფილების უფროსი; 1969-1986წწ. დირექტორის მოადგილე სამეცნიერო დარგში; 1986-1993წწ. მეცნიერებისა და ტექნიკის სახელმწიფო კომიტეტის სახალხო მეურნეობის მართვის ინსტიტუტის სექტორის გამგე; 1991-1993წწ. არისტოტელეს სახელობის ბერძნულ-ქართული უნივერსიტეტის საერთაშორისო-ეკონომიკური ფაკულტეტის დეკანი; 1993-1995წწ. საფირმო გაერთიანება "დინამიკას" საინფორმაციო სამარკეტინგო დეპარტამენტის გენერალური დირექტორი; 1995-1999წწ. საქართველოს მე-4 მოწვევის პარლამენტის წევრი, საარჩევნო ბლოკი: "საქართველოს მოქალაქეთა კავშირი", საარჩევნო ფორმა: პარტიული სიით. იყო 40 სამეცნიერო სტატიის ავტორი. ეკონომიკურ მეცნიერებათა დოქტორი.

საკანდიდატო დისერტაციის თემა - "საკავშირო რესპუბლიკის მატერიალურ-ტექნიკური მომარაგების დაგეგმარებისათვის ტერიტორიული ბალანსირების მეთოდების შემუშავების სრულყოფა", დაიცვა 1984 წელს.

წყარო: ვინ ვინაა საქართველოში: ქართული ბიოგრაფიული ცნობარი. –  თბ., 1998-1999. - გვ. 185; საქართველოს პარლამენტის ვებგვერდი: parliament.ge საქართველოს პარლამენტის წევრები 1990-2015/კობა ამირხანაშვილი.- თბ., 2015.- გვ. 211

ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი

  • საქართველოს მე-4 მოწვევის პარლამენტი, წევრი (1995-1999)
  • საქართველოს მე-4 მოწვევის პარლამენტის ადამიანის უფლებათა და ეროვნულ უმცირესობათა საკითხის კომიტეტი, თავმჯდომარე (1995-1999)
  • საქართველოს მე-4 მოწვევის პარლამენტის ფრაქცია "მოქალაქეთა კავშირი", წევრი (1995-1999)
  • საქართველოს მოქალაქეთა კავშირი, წევრი (1993-)

ჯილდოები, პრემიები და პრიზები

  • ღირსების ორდენი

ბიბლიოგრაფია


გააზიარე: