შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
ირაკლი კოვზანაძე![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: ქ. ქუთაისი. დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მექანიკა-მათემატიკის ფაკულატეტი 1984 წელს; ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ეკონომიკის ფაკულტეტი სპეციალობით ფინანსები და კრედიტი 1995 წელს; თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ალგებრა-გეომეტრიის კათედრის ასპირანტურა 1987 წელს; ლონდონის უნივერსიტეტი (დიდი ბრიტანეთი), საერთაშორისო უმაღლესი საფინანსო და საბანკო სკოლა. 1988 წლიდან ეწევა სამეცნიერო-პედაგოგიურ საქმიანობას: 1988-1990წწ. თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის გამოთვლითი მათემატიკის კათედრის უფროსი ლაბორანტი; 1990-1991წწ. თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ალგებრა-გეომეტრიის კათედრის უფროსი მასწავლებელი; 1991-1999წწ. თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ალგებრა-გეომეტრიის დოცენტი; 1993-1998წწ. სს "კომერციული ბანკი კრწანისი", მარკეტინგისა და სავალუტო ოპერაციების განყოფილების უფროსი, გამბეობის თავმჯდომარის მოადგილე, გამგეობის თავმჯდომარე, გენერალური დირექტორი; 1998-2003წწ. სს "გაერთიანებული ქართული ბანკი", გენერალური დირექტორი; 2003 წლიდან თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი, ფინანსებისა და კრედიტის კათედრის პროფესორი, კათედრის გამგე; 2004-2008წწ. საქართველოს მე-6 მოწვევის პარლამენტის წევრი, საარჩევნო ბლოკი: "ნაციონალური მოძრაობა - დემოკრატები", საარჩევნო ფორმა: პარტიული სიით; 2008-2012წწ. ევროპის რეკონსტრუქციის და განვითარების ბანკი; 2012-2015წწ. სს "საპარტნიორო ფონდის" აღმასრულებელი დირექტორი; 2015-2016წწ. საქართველოს ეროვნული ბანკი, ფინანსური ზედამხედველობის საბჭოს თავმჯდომარე; 2016-2020წწ. საქართველოს მე-9 მოწვევის პარლამენტის წევრი, საარჩევნო ბლოკი: "ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველო", საარჩევნო ფორმა: პარტიული სიით; 2020წ. საქართველოს მე-10 მოწვევის პარლამენტის წევრი, საარჩევნო ბლოკი: "ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველო", საარჩევნო ფორმა: პარტიული სიით. 6 მონოგრაფიის, ერთი სახელმძღვანელოს და 50-მდე სტატიის ავტორი ეკონომიკასა და მათემატიკაში, რომლებიც ძირითადად ეხება გლობალიზაციის პირობებში სისტემურ საბანკო კრიზისებს სხვადასხვა ქვეყნებში, მათ შორის გარდამავალი ეკონომიკის მქონე ქვეყნებში, ყოფილ საბჭოთა და აღმოსავლეთ ევროპის სოციალისტურ ქვეყნებში. ფიზიკა-მათემატიკის მეცნიერებათა კანდიდატი, დოცენტი; ეკონომიკურ მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი, სამეცნიერო შრომებისა და მონოგრაფიების ავტორი. წყარო: საქართველოს პარლამენტის ვებგვერდი: parliament.ge; საქართველოს პარლამენტის წევრები 1990-2015/კობა ამირხანაშვილი.- თბ., 2015.- გვ. 210; საქართველო: ენციკლოპედია: ტ.5. -თბ.,2023. -გვ. 111 ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი
ბიბლიოგრაფია
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |