The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



ირაკლი კოვზანაძე

ირაკლი კოვზანაძე
დაბადების თარიღი:29 ივნისი, 1962  (61 წლის)
კატეგორია:ეკონომისტი, თანამდებობის პირი, მათემატიკოსი, პედაგოგი, პოლიტიკოსი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: ქ. ქუთაისი.

დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მექანიკა-მათემატიკის ფაკულატეტი 1984 წელს; ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ეკონომიკის ფაკულტეტი სპეციალობით ფინანსები და კრედიტი 1995 წელს; თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ალგებრა-გეომეტრიის კათედრის ასპირანტურა 1987 წელს; ლონდონის უნივერსიტეტი (დიდი ბრიტანეთი), საერთაშორისო უმაღლესი საფინანსო და საბანკო სკოლა.

1988 წლიდან ეწევა სამეცნიერო-პედაგოგიურ საქმიანობას: 1988-1990წწ. თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის გამოთვლითი მათემატიკის კათედრის უფროსი ლაბორანტი; 1990-1991წწ. თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ალგებრა-გეომეტრიის კათედრის უფროსი მასწავლებელი; 1991-1999წწ. თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ალგებრა-გეომეტრიის დოცენტი; 1993-1998წწ. სს "კომერციული ბანკი კრწანისი", მარკეტინგისა და სავალუტო ოპერაციების განყოფილების უფროსი, გამბეობის თავმჯდომარის მოადგილე, გამგეობის თავმჯდომარე, გენერალური დირექტორი; 1998-2003წწ. სს "გაერთიანებული ქართული ბანკი", გენერალური დირექტორი; 2003 წლიდან თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი, ფინანსებისა და კრედიტის კათედრის პროფესორი, კათედრის გამგე; 2004-2008წწ.  საქართველოს მე-6 მოწვევის პარლამენტის წევრი, საარჩევნო ბლოკი: "ნაციონალური მოძრაობა - დემოკრატები", საარჩევნო ფორმა: პარტიული სიით; 2008-2012წწ. ევროპის რეკონსტრუქციის და განვითარების ბანკი; 2012-2015წწ. სს "საპარტნიორო ფონდის" აღმასრულებელი დირექტორი; 2015-2016წწ. საქართველოს ეროვნული ბანკი, ფინანსური ზედამხედველობის საბჭოს თავმჯდომარე; 2016-2020წწ. საქართველოს მე-9 მოწვევის პარლამენტის წევრი, საარჩევნო ბლოკი: "ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველო", საარჩევნო ფორმა: პარტიული სიით; 2020წ. საქართველოს მე-10 მოწვევის პარლამენტის წევრი, საარჩევნო ბლოკი: "ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველო", საარჩევნო ფორმა: პარტიული სიით. 6 მონოგრაფიის, ერთი სახელმძღვანელოს და 50-მდე სტატიის ავტორი ეკონომიკასა და მათემატიკაში, რომლებიც ძირითადად ეხება გლობალიზაციის პირობებში სისტემურ საბანკო კრიზისებს სხვადასხვა ქვეყნებში, მათ შორის გარდამავალი ეკონომიკის მქონე ქვეყნებში, ყოფილ საბჭოთა და აღმოსავლეთ ევროპის სოციალისტურ ქვეყნებში. ფიზიკა-მათემატიკის მეცნიერებათა კანდიდატი, დოცენტი; ეკონომიკურ მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი, სამეცნიერო შრომებისა და მონოგრაფიების ავტორი.

წყარო: საქართველოს პარლამენტის ვებგვერდი: parliament.geსაქართველოს პარლამენტის წევრები 1990-2015/კობა ამირხანაშვილი.- თბ., 2015.- გვ. 210

ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი

  • საქართველოს მე-10 მოწვევის პარლამენტი, წევრი (2020-)
  • საქართველოს მე-10 მოწვევის პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტი, თავმჯდომარე (2020-)
  • საქართველოს მე-10 მოწვევის პარლამენტის ფრაქცია "ქართული ოცნება", წევრი (2020-)
  • საქართველოს მე-6 მოწვევის პარლამენტი, წევრი (2004-2008)
  • საქართველოს მე-6 მოწვევის პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტი, თავმჯდომარე (2005-2008)
  • საქართველოს მე-6 მოწვევის პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტი, წევრი (2004-2005)
  • საქართველოს მე-6 მოწვევის პარლამენტის განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის კომიტეტი, წევრი (2004-2005)
  • საქართველოს მე-6 მოწვევის პარლამენტის ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტი , წევრი (2004-2008)
  • საქართველოს მე-6 მოწვევის პარლამენტის ფრაქცია "ნაციონალური მოძრაობა - დემოკრატები", წევრი (2004-2008)
  • საქართველოს მე-9 მოწვევის პარლამენტი, წევრი (2016-2020)
  • საქართველოს მე-9 მოწვევის პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტი, თავმჯდომარე (2016-2020)
  • საქართველოს მე-9 მოწვევის პარლამენტის ფრაქცია "ქართული ოცნება", წევრი (2016-2020)

ბიბლიოგრაფია


გააზიარე: