შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
ედუარდ კოდუა![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: ქ. სენაკი. დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფილოსოფიის ფაკულტეტი 1954 წელს. 1954-1956წწ. ეწეოდა პედაგოგიურ მოღვაწეობას ქ. ცხაკაიას (ახლანდ. სენაკი) საშუალო სკოლაში. 1954-1959წწ. იყო სენაკის სასოფლო-სამეურნეო ტექნიკუმის მასწავლებელი; 1963-1968წწ. თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფილოსოფიის ფაკულტეტის დიალექტიკური მატერიალიზმის კათედრის თანამშრომელი, დოცენტი (1963–1969) ; 1968-1980წწ. ფილოსოფიის კათედრის პროფესორი; 1980-2002წწ. სოციოლოგიის კათედრის გამგე. მისი კვლევის ძირითადი სფეროებია XX ს. ქართ. ფილოსოფია, სოციოლოგია, ისტორიული ფილოსოფია, ეგზისტენციალური ფილოსოფია. ისტორიულ ფილოსოფიაში ახლებურად გაიაზრა ისტორიული საზრისის პრობლემა, სოციოლოგიაში – სოციოლოგიის მიმართება სხვა სოციალურ დისციპლინებთან: სოციალურ ევოლუციასთან, სოციალურ ფსიქოლოგიასთან, დემოგრაფიასა და ანთროპოლოგიასთან. მან გამოყენებითი სოციოლოგია საქართველოს საუნივერსიტეტო სივრცეში დაუკავშირა მნიშვნელოვან მიკრო და მაკრო თეორიულ პარადიგმებს, რისი წყალობითაც ეს დისციპლინა აკადემიურ მეცნიერებად აქცია. არის მრავალი მონოგრაფიის, სახელმძღვანელოს და სამეცნიერო სტატიის ავტორი. ფილოსოფიის მეცნიერებათა დოქტორი (1968). პროფესორი (1970-1984). ფილოსოფოს-სოციოლოგი. საკანდიდატო დისერტაციის თემა - "ისტორიის ნეოკანტიანური მეთოდოლოგიის კრიტიკა", დაიცვა 1963 წელს; სადოქტორო დისერტაციის თემა - "ისტორიის საზრისის საკითხისათვის", დაიცვა 1968 წელს. წყარო: ვინ ვინაა საქართველოში: ქართული ბიოგრაფიული ცნობარი. – თბ., 1998-1999. - გვ. 184; წიგნი ღირსებისა: ტ. 4/ შემდგ.: თამაზ ყიფიანი (რედ.), თენგიზ გაჩეჩილაძე, გურამ სიმონიშვილი.- თბ., 2002. - გვ.345; საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემია: ქართული ენციკლოპედიის ი. აბაშიძის სახელობის მთავარი სამეცნიერო რედაქცია: georgianencyclopedia.ge; საქართველო: ენციკლოპედია: ტ.5. -თბ.,2023. -გვ. 109 ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი
ჯილდოები, პრემიები და პრიზები
ბიბლიოგრაფია
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |