Login |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
HomeCategories |
Search The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it. The dictionary is supported by the National Library of Georgia. The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary. |
სოფიო კინწურაშვილი![]()
Biographyდაბადების ადგილი: ქ. თბილისი. დაამთავრა თბილისის სახელმწიფო სამხატვრო აკადემიის გრაფიკის ფაკულტეტი 1972 წელს. 1974 წლიდან მონაწილეობს საერთაშორისო და ადგილობრივ გამოფენებში; 1972-1988წწ. თანამშრომლობდა ჟურნალ "დილასთან", 1998 წლიდან დღემდე თანამშრომლობს ბაკურ სულაკაურის გამომცემლობასთან. ბოლო წლების ძირითადი ნამუშევრებია: სერია "ყველა დროის საუკეთესო ქართული რომანი", 8 ტომის გაფორმება; უილიამ გოლდინგის "ბუზთა ბატონი", შოთა იათაშვილის "ფოტომამები", აგორა კრისტოფის "საერთო რვეული" და სხვ. 2004 წლიდან თანამშრომლობს "კავკასიური სახლი"-ს გამომცემლობასთან - ძირითადი ნამუშევრებია: ნაირა გელაშვილის კრებულების "სარკის ნატეხები", "სერსო", "დრო, პური და ღვინო"-ს გაფორმება, "აკამუკის გზები” და "ტროლეიბუსი ასტარიონი"-ს ილუსტრირება და გაფორმება, ყურანის ქართული თარგმანის გაფორმება და დიზაინი და სხვ. არის 1998 წელს საქართველოს გრაფიკული დიზაინის ასოციაციის თანადამფუძნებელი; წლების განმავლობაში მუშაობდა პროექტზე - "ქართული დამწერლობა და ტიპოგრაფიკა. ისტორია, თანამედროვეობა"; არის ავტორ-შემდგენელი 2016 წელს იმავე სახელწოდებით გამოცემული სქელტანიანი წიგნი-ალბომისა. 1974 წლიდან მონაწილეობს მრავალ საერთაშორისო გამოფენაში; ასევე თანამშრომლობს სხვა გამომცემლობებთან და ორგანზაციებთან. ნამუშევრები დაცულია: თბილისის სახელმწიფო ეროვნული გალერეა; პუშკინის სახელობის მუზეუმი(მოსკოვი, რუსეთი); ზიმერლის ხელოვნების მუზეუმი(ნიუ ჯერსი, აშშ); ქ. ნაპას არტ ცენტრის მუზეუმი(კალიფორნია, აშშ); მცირე ფორმების მუზეუმი CUT-DES-SARTS(Couvin)ბელგია); კანაგავას თანამედროვე გრაფიკული ხელოვნების მუზეუმში(იაპონია); თანამედროვე გრაფიკული ხელოვნების მუზეუმი, ფრიდრიხშტადი, ნორვეგია; ნორტონ დოჯის კერძო კოლექცია(აშშ) და სხვ. კერძო კოლექციები. წყარო: ვინ ვინაა საქართველოში: ქართული ბიოგრაფიული ცნობარი. – თბ., 1998-1999. - გვ. 183; საბავშვო ლიტერატურის განვითარების ფონდი: fundlibo.blogspot.com; ხელოვნების მუზეუმის ახალი კოლექცია, 2021-2022 = New collection of the Museum of Fine Arts / რედაქტორ-შემდგენელი ალექსანდრა გაბუნია. -თბ., 2022.-გვ. 224-225 Member of Organizations
Awards and Honors
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |