შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
როლან კილაძე![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: ქ. თბილისი. დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფიზიკა-მათემატიკის ფაკულტეტი ასტრონომიის სპეციალობით 1955 წელს. 1955-2010წწ. მუშაობდა აბასთუმნის ასტროფიზიკურ ობსერვატორიაში; სამეცნიერო მუშაობის პარალელურად ეწეოდა პედაგოგიურ მოღვაწეობას 1962-2006წწ. თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ასტრონომიის და 1985-1990წწ. სულხან-საბა ორბელიანის სახელობის პედაგოგიური ინსტიტუტის ფიზიკა-მათემატიკის კათედრებზე; 2007- 2010წწ. იყო ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორი. არის მონოგრაფიების, უმაღლესი სასწავლებლის სტუდენტებისათვის სახელმძღვანელოს, უმართავი გეოსტაციონარული თანამგზავრების გაუმჯობესებული სამი კატალოგის და 150-ზე მეტი სამეცნიერო სტატიის თანაავტორი, რამოდენიმე სამეცნიერო-პოპულარული წიგნის რედაქტორი და კონსულტანტი. 1996 წელს მცირე პლანეტათა საერთასორისო კატალოგში 4737 ნომრით რეგისტირებულ მცირე პლანეტას როლან კილაძის პატივსაცემად ეწოდა სახელი "კილაძე". მიღებული აქვს მედალი "კოსმოსში ადამიანის გაფრენის 25 წელი" (1986), ციოლკოვსკის სახელობის მედალი (1991), მედალი "იური გაგარინის კოსმოსში გაფრენის XXX წელი" (1991), მედალი მეოცე საუკუნის მიღწევებისათვის (1991). წყარო: ვინ ვინაა საქართველოში: ქართული ბიოგრაფიული ცნობარი. – თბ., 1998-1999. - გვ. 182; წიგნი ღირსებისა: ტ. 6/ შემდგ.: თამაზ ყიფიანი (რედ.), თენგიზ გაჩეჩილაძე, გურამ სიმონიშვილი.- თბ., 2003. - გვ.309; საქართველო: ენციკლოპედია: ტ.5. -თბ.,2023. -გვ. 39-40 ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი
ჯილდოები, პრემიები და პრიზები
ბიბლიოგრაფია
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |