The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



ქეთევან კიკნაძე

ქეთევან კიკნაძე
დაბადების თარიღი:10 მაისი, 1939
გარდაცვ. თარიღი:9 ივლისი, 2024  (85 წლის ასაკში)
დაკრძალვის ადგილი:დიდუბის პანთეონი, თბილისი
კატეგორია:მსახიობი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: ქ. ბორჯომი.

დაამთავრა თბილისის სახელმწიფო თეატრალური ინსტიტუტის სამსახიობო ფაკულტეტი 1959 წელს.

1959 წლიდან მარჯანიშვილის თეატრის მსახიობია; გადაღებულია 16-ზე მეტ მხატვრულ, სატელევიზიო ფილმსა და სერიალებში: მარიამი ("შეხვედრა წარსულთან", 1966), თინა ("ტარიელ გოლუა", 1968), ბეჩუნი პერტია ("დათა თუთაშხია", 1978), ზაზას დედა ("თეთრი ბაირაღები", 1990), მარგო ("პრემიერა", 1991), ქეთევან დედოფალი ("წიგნი ფიცისა") და სხვ. მონაწილეობდა 100-მეტ სპექტაკლში. ცნობილი ქართველი რეჟისორისა და საზოგადო მოღვაწის, გიგა ლორთქიფანიძის მეუღლე, თეატრისა და კინოს მსახიობი.

წყარო: ვინ ვინაა საქართველოში: ქართული ბიოგრაფიული ცნობარი. –  თბ., 1998-1999. - გვ. 181; ეროვნული ფილმოგრაფია: geocinema.geწიგნი ღირსებისა: ტ. 4/ შემდგ.: თამაზ ყიფიანი (რედ.), თენგიზ გაჩეჩილაძე, გურამ სიმონიშვილი.- თბ., 2002. - გვ.128; საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული  აკადემია: ქართული ენციკლოპედიის ი. აბაშიძის სახელობის მთავარი სამეცნიერო რედაქცია: georgianencyclopedia.geსაქართველო: ენციკლოპედია: ტ.5. -თბ.,2023. -გვ. 35-36

ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი

  • საზოგადოება "ქალები მშვიდობისთვის", წევრი
  • საქართველოს თეატრის მოღვაწეთა კავშირი, წევრი
  • საქართველოს კინემატოგრაფისტთა შემოქმედებითი კავშირი, წევრი

ჯილდოები, პრემიები და პრიზები

  • 2005 - ბორჯომის საპატიო მოქალაქე
  • 1999 - ღირსების ორდენი
    ქართული თეატრალური და კინოხელოვნების განვითარებაში შეტანილი პირადი დიდი ნწვლილისა და ნაყოფიერი შემოქმედებითი და საზოგადოებრივი მოღვაწეობისათვის
  • 1991 - ჯეიმს თაუნის (აშშ) საპატიო მოქალაქე
  • 1987 - საქართველოს სახალხო არტისტი
  • 1987 - შოთა რუსთაველის სახელობის სახელმწიფო პრემია
    მრავალსერიან სატელევიზიო ფილმში "წიგნი ფიცისა" ქეთევან დედოფლის როლის შესრულებისთვის
  • კოტე მარჯანიშვილის სახელობის პრემია
  • საქართველოს დამსახურებული არტისტი

ბიბლიოგრაფია


გააზიარე: