The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Biographical Dictionary
HomeCategories  
Search
Person Name:

The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it.

The dictionary is supported by the National Library of Georgia.

The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary.

Follow on Facebook



ბორის გუჯეჯიანი

Date of birth:20 August, 1909
Date of death:13 April, 1993  (at 83 years)
Category:Engineer

Biography

დაბადების ადგილი: სოფელი ჭოლაში, ახლანდელი მესტიის მუნიციპალიტეტი.

დაამთავრა ამიერკავკასიის სამთო–მეტალურგიული ინსტიტუტი 1931 წელს.

1935-1937წწ. იყო საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტის გეოლოგიურ–საძიებო ფაკულტეტის დეკანი და საწვავი წიაღისეულის გეოლოგიური კათედრის გამგე; სოფელ ცანის სამთო–მეტალურგიული კომბინატის მშენებლობის სამმართველოს უფროსი; 1941-1945წწ. სსრკ ქიმიური მრეწველობის სამინისტროს მთავარი სამმართველოს უფროსი; 1945-1952წწ. კომბინატ "საქნახშირის" უფროსი; 1953-1956წწ. საკავშირო ნახშირის ინსტიტუტის დირექტორი; 1957-1958წწ. საქართველოს სახალხო მეურნეობის საბჭოს ნახშირების, ნავთობისა და სამთამადნო მრეწველობის სამმართველოს უფროსი; 1959-1962წწ. კავკასიის მინერალური ნედლეულის ინსტიტუტის დირექტორის მოადგილე; 1962-1976წწ. საქართველოს საწარმოო გეოლოგიური სამმართველოს უფროსი; დიდი წვლილი მიუძღვის საქართველოს მინერალური ნედლეულის მრავალი სახეობის სამრეწველო მარაგის დადგენაში; იყო საქართველოს ქვანახშირის საბადოების (ტყიბული, შაორა, ტყვარჩელი) პეტროგრაფიისა და ქიმიის აღიარებული მკვლევარი; მან პირველმა დაადგინა, რომ ტყიბულის ნახშირში მოიპოვება ლიპტობიოლითები, რაც სპეციალისტების მიერ საყოველთაოდ იქნა აღიარებული; მიღებული აქვს სახელმწიფო ჯილდოები; ინჟინერ–გეოლოგი, III რანგის სამთო გენერალი (1945).

წყარო: საქართველო: ენციკლოპედია: ტ.2. – თბ., 2012. – გვ.238; სვანეთი და სვანები / ირაკლი დვალი, გივი ქურდიანი.-თბ., 2014.-გვ.152; სვანეთი და სვანები / ირაკლი დვალი, გივი ქურდიანი.-თბ., 2014.-გვ.152

Member of Organizations

  • საქართველოს სამთო–ტექნიკური საზოგადოება, თავმჯდომარე (1956-1976)

Bibliography


Share: