The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



ბუბა კიკაბიძე

ბუბა კიკაბიძე
ოფიციალური სახელი:ვახტანგ კიკაბიძე
დაბადების თარიღი:19 ივლისი, 1938
გარდაცვ. თარიღი:15 იანვარი, 2023  (84 წლის ასაკში)
დაკრძალვის ადგილი:ვერის სასაფლაო, თბილისი
კატეგორია:მომღერალი, მსახიობი, რეჟისორი, სცენარისტი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: ქ. თბილისი.

1959-1965წწ. სწავლობდა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში, 1961-1963წწ. უცხო ენათა ინსტიტუტში. 1959 წლიდან ფილარმონიის არტისტი; მღეროდა ანსამბლებში: "დიელო", "რერო"; 1967 წლიდან ვოკალურ ინსტრუმენტალურ ანსამბლ "ორერას" სოლისტი. შესრულებული აქვს როლები ფილმებში: გია ("შეხვედრა მთაში"), ბენჟამენ ღლონტი ("არ დაიდარდო", 1968), გიორგი მიქელაძე ("მე, გამომძიებელი", 1971), პავლე ("ვერის უბნის მელოდიები", 1973), ვალიკო მიზანდარი ("მიმინო", 1977), ვახტანგი, დავითი, გივი, მუსიკოსი ("იცოცხლე გენაცვალე", 1981), და სხვ.; დამდგმელი რეჟისორი და სცენარის ავტორი ფილმებისა: "იცოცხლე გენაცვალე" (1981), "მამაკაცები და სხვები"(1985); 2020-2023წწ. საქართველოს მე-10 მოწვევის პარლამენტის წევრი, საარჩევნო ბლოკი: ბლოკი "ერთიანი ნაციონალური მოძრაობა - გაერთიანებული ოპოზიცია "ძალა ერთობაშია", საარჩევნო ფორმა: პარტიული სიით.

წყარო: ვინ ვინაა საქართველოში: ქართული ბიოგრაფიული ცნობარი. –  თბ., 1998-1999. - გვ. 180; ეროვნული ფილმოგრაფია: geocinema.ge; საქართველოს პარლამენტის ვებგვერდი: parliament.geწიგნი ღირსებისა: ტ. 2 შემდგ.: თამაზ ყიფიანი (რედ.), თენგიზ გაჩეჩილაძე, გურამ სიმონიშვილი.- თბ., 2001. - გვ.479

ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი

  • საქართველოს კინემატოგრაფისტთა შემოქმედებითი კავშირი, წევრი
  • საქართველოს მე-10 მოწვევის პარლამენტი, წევრი (2020-2023)
  • საქართველოს მე-10 მოწვევის პარლამენტის საპარლამენტო ოპოზიცია, საპარლამენტო ოპოზიციის წევრი (2021-2023)
  • საქართველოს მე-10 მოწვევის პარლამენტის ფრაქცია "ერთიანი ნაციონალური მოძრაობა" - გაერთიანებული ოპოზიცია "ძალა ერთობაშია", წევრი (2021-2023)

ჯილდოები, პრემიები და პრიზები

  • 2013 - უკრაინის დამსახურებული არტისტი
  • 2013 - საქართველოს სახელმწიფო პრემია
  • 1999 - ლეონიდ უტიოსოვის სახელობის პრემია
  • 1998 - პრიზი "Золотой Грамофон" (რუსეთი)
  • 1998 - თბილისის საპატიო მოქალაქე
  • 1998 - წმინდა კონსტანტინეს რაინდული ოქროს ჯვრის საერთაშორისო ორდენი (რუსეთი)
  • 1997 - ვახტანგ გორგასლის III ხარისხის ორდენი
  • 1997 - ნიკოლოზ სასწაულმოქმედის საერთაშორისო ორდენი (უკრაინა)
  • 1995 - ღირსების ორდენი
  • 1980 - სსრკ სახელმწიფო პრემია
  • 1980 - საქართველოს სახალხო არტისტი
  • 1978 - სსრკ სახელმწიფო პრემია, ფილმისთვის "მიმინო"
  • 1969 - საერთაშორისო კინო ფესტივალ "კარტახანი-70"-ის პრემია, მამაკაცის როლის საუკეთესო შესრულებისათვის ფილმში "არ დაიდარდო"
  • წმინდა გიორგის სახელობის გამარჯვების ორდენი

გააზიარე: