Login |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
HomeCategories |
Search The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it. The dictionary is supported by the National Library of Georgia. The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary. |
ბუბა კიკაბიძე![]()
Biographyდაბადების ადგილი: ქ. თბილისი. 1959-1965წწ. სწავლობდა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში, 1961-1963წწ. უცხო ენათა ინსტიტუტში. 1959 წლიდან ფილარმონიის არტისტი; მღეროდა ანსამბლებში: "დიელო", "რერო"; 1967 წლიდან ვოკალურ ინსტრუმენტალურ ანსამბლ "ორერას" სოლისტი. შესრულებული აქვს როლები ფილმებში: გია ("შეხვედრა მთაში"), ბენჟამენ ღლონტი ("არ დაიდარდო", 1968), გიორგი მიქელაძე ("მე, გამომძიებელი", 1971), პავლე ("ვერის უბნის მელოდიები", 1973), ვალიკო მიზანდარი ("მიმინო", 1977), ვახტანგი, დავითი, გივი, მუსიკოსი ("იცოცხლე გენაცვალე", 1981), და სხვ.; დამდგმელი რეჟისორი და სცენარის ავტორი ფილმებისა: "იცოცხლე გენაცვალე" (1981), "მამაკაცები და სხვები"(1985); მისი ვარსკვლავი გახსნილია მოსკოვსა (გამოჩენილ პიროვნებათა ხეივანი, 1999) და თბილისში (დიდი საკონცერტო დარბაზის წინ, 2006). გასტროლებით შემოიარა მსოფლიოს ხუთივე კონტინენტი. 2020-2023წწ. საქართველოს მე-10 მოწვევის პარლამენტის წევრი, საარჩევნო ბლოკი: ბლოკი "ერთიანი ნაციონალური მოძრაობა - გაერთიანებული ოპოზიცია "ძალა ერთობაშია", საარჩევნო ფორმა: პარტიული სიით. წყარო: ვინ ვინაა საქართველოში: ქართული ბიოგრაფიული ცნობარი. – თბ., 1998-1999. - გვ. 180; ეროვნული ფილმოგრაფია: geocinema.ge; საქართველოს პარლამენტის ვებგვერდი: parliament.ge; წიგნი ღირსებისა: ტ. 2 შემდგ.: თამაზ ყიფიანი (რედ.), თენგიზ გაჩეჩილაძე, გურამ სიმონიშვილი.- თბ., 2001. - გვ.479; საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემია: ქართული ენციკლოპედიის ი. აბაშიძის სახელობის მთავარი სამეცნიერო რედაქცია : georgianencyclopedia.ge; საქართველო: ენციკლოპედია: ტ.5. -თბ.,2023. -გვ. 22-23 Member of Organizations
Awards and Honors
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |