The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



ვაჟა აზარაშვილი

ვაჟა აზარაშვილი
დაბადების თარიღი:13 ივლისი, 1936
გარდაცვ. თარიღი:7 თებერვალი, 2024  (87 წლის ასაკში)
კატეგორია:კომპოზიტორი, პედაგოგი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: ქ. თბილისი

დაამთავრა ვანო სარაჯიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო კონსერვატორია 1961 წელს.

1961 წლიდან შემოქმედებითი მოღვაწეობის პარალელურად ეწევა პედაგოგიურ საქმიანობასაც; 1971 წლიდან ვ. სარაჯიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიის პედაგოგი, პროფესორი(1988);  1994 წელს გახდა საქართველოს სახელმწიფო ფილარმონიის სამხატვრო ხელმძღვანელი; მისი შემოქმედება ჟანრობრივი მრავალფეროვნებით გამოირჩევა: სიმფონიური, კამერულ-ინსტრუმენტალური, მიუზიკლი და საესტრადო; ძირითადი მიმართულებაა ინსტრუმენტული და საესტრადო მუსიკა; ავტორია: სიმფონია(1966, სამ ნაწილად), 2 სავიოლინო კონცერტი(სამ ნაწილად, 1967 I, 1972 II), კონცერტი ვიოლონცელოსათვის(1969, ერთნაწილად), კონცერტი ალტისა და კამერული ორკესტრისათვის(1973), 2 ოპერეტა, რომლებიც დაიდგა თბილისის "მუსკომედიის" სცენაზე(1969 I, 1972 II), კონცერტინო კვარტეტისათვის(1963), ვოკალურ–სიმფონიური პოემა(1961), 2 პიესა სიმებიანი ორკესტრისათვის(1964), სონატა ვიოლინოსა და ფორტეპიანოსათვის(1961, ოთხ ნაწილად), ინსტრუმენტული, კამერული და საესტრადო ნაწარმოებები, მუსიკა სპექტაკლებისა და სატელევიზიო ფილმებისთვის;  მან ბევრი სიმღერა მიუძღვნა მშობლიურ თბილისს: "თბილისური ლირიკული", "სიმღერა თბილისზე", "სიმღერა მეტეხზე", პოპულარულია მისი სიმღერები: "მუსიკა", "დღეები მიდიან", "პატარა გოგო", "მზე ჩემი მეგობარია", "ისევ წვიმს", "სიმღერაა მთელი ჩემი ქონება", "დინამო, დინამო" და სხვ; მის სიმღერებს წარმატებით ასრულებენ მომრერლები: ნ. ბრეგვაძე, გ. ჩოხელი, ვ. კიკაბიძე, ე. კაკულია, თ. გვერდწითელი, ანსამბლები: "ორერა", "რერო", "ივერია", "თეატრონი" და სხვა. მიღებული აქვს საქართველოს მინისტრთა საბჭოს პრემია (1982). პირადი არქივი დაცულია ხელნაწერთა ეროვნული ცენტრის საარქივო ფონდში.  

წყარო: Композиторы грузии: Издание второе, расширенное и дополненноею. – თბ., 1973. – გვ. 3; burusi.wordpress.comწიგნი ღირსებისა: ტ. 1/ შემდგ.: თამაზ ყიფიანი (რედ.), თენგიზ გაჩეჩილაძე, გურამ სიმონიშვილი.- თბ., 2000. - გვ.378; resonancedaily.com

ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი

  • საქართველოს კომპოზიტორთა კავშირი, თავმჯდომარე (1998-2007)

ჯილდოები, პრემიები და პრიზები

  • 2004 - საქართველოს სახელმწიფო პრემია
  • 2003 - ზაქარია ფალიაშვილის სახელობის პრემია
  • 1999 - თბილისის საპატიო მოქალაქე
  • 1998 - იაკობ გოგებაშვილის სახელობის პრემია
  • 1996 - ღირსების ორდენი
    ქართული მუსიკალური ხელოვნების განვითარებისა და პოპულარიზაციის საქმეში შეტანილი მნიშვნელოვანი წვლილისათვის, ნაყოფიერი პედაგოგიური და საზოგადოებრივი მოღვაწეობისათვის
  • 1988 - საქართველოს სახალხო არტისტი
  • 1979 - საქართველოს ხელოვნების დამსახურებული მოღვაწე
  • 1974 - საქართველოს კომკავშირის პრემია

გააზიარე: