Login |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
HomeCategories |
Search The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it. The dictionary is supported by the National Library of Georgia. The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary. |
ირაკლი კვირიკაძე![]()
Biographyდაბადების ადგილი: ქ. თბილისი. დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ჟურნალისტიკის ფაკულტეტი 1963 წელს; 1968 წელს მოსკოვის საკავშირო სახელმწიფო კინემატოგრაფიის ინსტიტუტის კინოსარეჟისორო ფაკულტეტი. 1968-1977წწ. იყო საქართველოს ტელესტუდიის, 1977-1991წწ. კინოსტუდია "ქართული ფილმის" რეჟისორი, სცენარისტი; 1974-1981წწ. თბილისის სახელმწიფო თეატრალური ინსტიტუტის კინოსარეჟისორო ფაკულტეტის ხელმძღვანელი; 1982-1995წწ. მოსკოვის საერთასორისო კინოინსტიტუტის კინოსარეჟისორო ფაკულტეტის ხელმძღვანელი, პროფესორი; 1991 წლიდან დამოუკიდებელი ავტორია. მუშაობს ამერიკაში, გერმანიაში, რუსეთში. არის რეჟისორი ფილმებისა: "ქვევრი" (1968), "სადღეგრძელო" (1970), "ქალაქი ანარა" (1975), "ამხანაგ სტალინის მოგზაურობა აფრიკაში" (1990) და სხვ. სცენარის ავტორია ფილმებისა: "მოცურავე" (1981), "რობინზონიადა ანუ ჩემი ინგლისელი პაპა" (1986), "ამხანაგ სტალინის მოგზაურობა აფრიკაში" (1990), "მეტეოიდიოტი" (2008) და სხვ. წყარო: ვინ ვინაა საქართველოში: ქართული ბიოგრაფიული ცნობარი. – თბ., 1998-1999. - გვ. 180; საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემია: ქართული ენციკლოპედიის ი. აბაშიძის სახელობის მთავარი სამეცნიერო რედაქცია: georgianencyclopedia.ge; საქართველო: ენციკლოპედია: ტ.5. -თბ.,2023. -გვ. 10-11 Member of Organizations
Awards and Honors
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |