შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
კოტე გძელიშვილი![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: ქ. თბილისი. დაამთავრა თბილისის სამხატვრო აკადემია 1927 წელს. 1938 წლიდან ეწეოდა პედაგოგიურ მოღვაწეობას თბილისის სამხატვრო აკადემიაში; 1927 წლიდან მონაწილეობდა სამხატვრო გამოფენებში; მისი შემოქმედების ძირითადი თემაა საქართველოს ბუნება, მისი არქიტექურული ძეგლები: "ძველი თბილისი" (1945), "ქართლის პეიზაჟი" (1950), "გორის ხედი"(1938), "დუშეთი" (1957), "ქართლი" (1962); ასევე აქვს ისტორიულ და პოლიტიკურ თემებზე შექმნილი სურათები: "კრაკოვის კონფერენცია" (1938), "საკუთარი კერის დაცვა" (1943); დაჯილდოებულია მედლებითა და სიგელებით. დოცენტი, პროფესორი. ფერმწერი. წყარო: მამულიშვილთა სავანე/ ე. ბაბუნაშვილი. - თბ., 1994. -გვ. 115 ; საქართველო: ენციკლოპედია: ტ.2. – თბ., 2012. – გვ.239; კ. გძელიშვილი : მხატვარი. 1902-1970. ნეკროლოგი // კომუნისტი / საქართველოს სამხატვრო აკადემია; საქართველოს მხატვართა კავშირი; საქართველოს მხატვართა ფონდი. - თბილისი,1970.-17 სექტემბერი.-N217.-გვ.4 ჯილდოები, პრემიები და პრიზები
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |