Login |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
HomeCategories |
Search The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it. The dictionary is supported by the National Library of Georgia. The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary. |
კოტე გძელიშვილი![]()
Biographyდაბადების ადგილი: ქ. თბილისი. დაამთავრა თბილისის სამხატვრო აკადემია 1927 წელს. 1938 წლიდან ეწეოდა პედაგოგიურ მოღვაწეობას თბილისის სამხატვრო აკადემიაში; 1927 წლიდან მონაწილეობდა სამხატვრო გამოფენებში; მისი შემოქმედების ძირითადი თემაა საქართველოს ბუნება, მისი არქიტექურული ძეგლები: "ძველი თბილისი" (1945), "ქართლის პეიზაჟი" (1950), "გორის ხედი"(1938), "დუშეთი" (1957), "ქართლი" (1962); ასევე აქვს ისტორიულ და პოლიტიკურ თემებზე შექმნილი სურათები: "კრაკოვის კონფერენცია" (1938), "საკუთარი კერის დაცვა" (1943); დაჯილდოებულია მედლებითა და სიგელებით. დოცენტი, პროფესორი. ფერმწერი. წყარო: მამულიშვილთა სავანე/ ე. ბაბუნაშვილი. - თბ., 1994. -გვ. 115 ; საქართველო: ენციკლოპედია: ტ.2. – თბ., 2012. – გვ.239; კ. გძელიშვილი : მხატვარი. 1902-1970. ნეკროლოგი // კომუნისტი / საქართველოს სამხატვრო აკადემია; საქართველოს მხატვართა კავშირი; საქართველოს მხატვართა ფონდი. - თბილისი,1970.-17 სექტემბერი.-N217.-გვ.4 Awards and Honors
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |