Login |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
HomeCategories |
Search The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it. The dictionary is supported by the National Library of Georgia. The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary. |
ვლადიმერ გძელიძე![]()
Biographyდაბადების ადგილი: ონის რაიონი, სოფელი ბარი. 1917 წლიდან მუშაობდა თბილისის "კომპანია ზემელის" ლიმონათის ქარხანაში; 1922-1924წწ. ბაქოს ხილეულის წყლების წარმოებაში; 1924-1932წწ. ამიერკავკასიის რკინიგზის(ბაქო, ლენინაკანი, თბილისი) კვების ობიექტებში; 1932 წელს თბილისში მისი თაოსნობით ამოქმედდა ლიმონათის ქარხანა, სადაც იგი იყო უალკოჰოლო სასმელების დამზადების ოსტატ–სპეციალისტი და წარმოების ხელმძღვანელი; 1947-1951წწ. მოსკოვში, მაქსიმ გორკის ქუჩაზე, საქვაჭრობის საფირმო მაღაზიაში ფუნქციონირებდა მისი ხილეულის წყლების სექცია; 1950 წელს მიიწვიეს სომხეთის მინერალური წყლების ტრესტში, ოსტატ–მეკუპაჟეებისათვის უალკოჰოლო სასმელების დამზადების გამოცდილების გასაზიარებლად; ამ პერიოდში ერევნის ლუდისა და ლიმონათის ქარხანაში მისი ხელმძღვანელობით ამზადებდნენ ხილეულის წყლების უალკოჰოლო სასმელებს; თავისი საქმიანობით მრავალჯერ დაიმსახურა მაღალი შეფასება; 1955 წელს სსრ კავშირის ვაჭრობის სამინისტრომ მას მიანიჭა "ხილეულის წყლებისა(ლიმონათი) და I კატეგორიის ბურახის დამზადების ოსტატის" წოდება; მეწარმე, ხილეულის წყლებისა და უალკოჰოლო სასმელების დამზადების სპეციალისტი. წყარო: საქართველო: ენციკლოპედია: ტ.2. – თბ., 2012. – გვ.239
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |