The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



ევგენი მაჭავარიანი

ევგენი მაჭავარიანი
დაბადების თარიღი:27 ივლისი, 1937
გარდაცვ. თარიღი:2 იანვარი, 1997  (59 წლის ასაკში)
კატეგორია:მუსიკოსი, პედაგოგი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: ქ. თბილისი.

დაამთავრა ვანო სარაჯიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო კონსერვატორია 1963 წელს.

1956–1958წწ. იყო ზუგდიდის სამუსიკო სკოლის პედაგოგი; 1958 წლიდან ლექტორი–მუსიკათმცოდნე; 1963–1970წწ. იყო თბილისის II სამუსიკო სასწავლებლის პედაგოგი; 1966–1970წწ. საქართველოს ტელევიზიის მუსიკალური გადაცემების მთავარი რედაქტორი, 1977 წლიდან მუსიკალური მაუწყებლობის მთავარი კონსულტანტი, 1979–1982წწ. საქართველოს სახელმწიფო ტელერადიო კომიტეტის მუსიკალური პროგრამების რედაქციის მთავარი რედაქტორი; 1970 წელს საქართველოს კულტურის სამინისტროს ძეგლთა დაცვის კომიტეტის ინსპექტორი; 1970 წლიდან კინოსტუდია "ქართული ფილმის" მუსიკალური განყოფილების უფროსი; 1982 წლიდან ფილარმონიის გენერალური დირექტორის მოადგილე, შემდეგ სამხატვრო ხელმძღვანელი; ავტორია წიგნებისა: "გაზაფხული, თბილისი, მუსიკა" (1965), წერილებისა და სტატიებისა რომლებიც გამოქვეყნებულია ჟურნალ "საბჭოთა ხელოვნებასა და რესპუბლიკურ პრესაში; წერილებისა ქართველ მუსიკოსთა და კომპოზიტორთა შესახებ სხვადასხვა ენციკლოპედიური გამოცემებისათვის; სცენარის ავტორი ფილმებისა: "ყოჩაღად, პაპებო!" (1981, მხატვრული ფილმი) და "ქება ვაზისა" (1988, დოკუმენტური ფილმი).

წყარო: ვინ ვინაა საქართველოში: ქართული ბიოგრაფიული ცნობარი. – თბ., 1996 – 97. – გვ.129; Композиторы и музыковеды грузии. – тб., 1984. - გვ. 263; წიგნი ღირსებისა: ტ. 1/ შემდგ.: თამაზ ყიფიანი (რედ.), თენგიზ გაჩეჩილაძე, გურამ სიმონიშვილი.- თბ., 2000. - გვ.385; საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული  აკადემია: ქართული ენციკლოპედიის ი. აბაშიძის სახელობის მთავარი სამეცნიერო რედაქცია: georgianencyclopedia.geსაქართველო: ენციკლოპედია: ტ.5. -თბ.,2023. -გვ. 606

ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი

  • საბჭოთა კავშირის კომპოზიტორთა კავშირი, წევრი (1965-19??)

ჯილდოები, პრემიები და პრიზები

  • 1996 - ღირსების ორდენი
    ქართული მუსიკალური ხელოვნების განვითარებისა და მისი პოპულარიზაციის საქმეში შეტანილი დიდი წვლილისათვის
  • 1979 - საქართველოს ხელოვნების დამსახურებული მოღვაწე

გააზიარე: