The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



კაკო კვანტალიანი

კაკო კვანტალიანი
ოფიციალური სახელი:აკაკი კვანტალიანი
დაბადების თარიღი:27 დეკემბერი, 1907
გარდაცვ. თარიღი:27 ივლისი, 1967  (59 წლის ასაკში)
დაკრძალვის ადგილი:დიდუბის მწერალთა და საზოგადო მოღვაწეთა პანთეონი, თბილისი
კატეგორია:მსახიობი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: ქ. სამტრედია.

დაამთავრა ჰუმანიტარული ტექნიკუმი 1924 წელს; 1925 წლიდან სწავლობდა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფილოლოგიის ფაკულტეტზე.

სწავლის პერიოდში მონაწილეობდა თბილისის მუშათა თეატრის წარმოდგენებში. 1928 წლიდან იყო მარჯანიშვილის სახ. თეატრის წამყვანი მსახიობი. წარმატებით ასრულებდა მკვეთრად სახასიათო როლებს. მათ შორის აღსანიშნავია ქუჩარა (პ. კაკაბაძის "ყვარყვარე თუთაბერი"), კორნელი (კ. კალაძის "როგორ"), ტიტიკო (ვ. გაბესკირიას "გაზაფხულის დილა"), ხახული (პ. კაკაბაძის "კოლმეურნის ქორწინება"), გრუმიო (უ. შექსპირის "ჭირვეული ცოლის მორჯულება"), ლეპორელო (ა. პუშკინის "ქვის სტუმარი"), ნიკიფორე (მ. ბარათაშვილის "მარინე"), სამსონ ნებიერიძე (მოსაშვილის "მისი ვარსკვლავი"), ქერუბინო (ბომარშეს "ფიგაროს ქორწინება"), ალფრედ დულიტლი (შოუს "პიგმალიონი"), ზემლიანიკა (ნ. გოგოლის "რევიზორი"), ლოპიანე (პ. კაკაბაძის "ცხოვრების ჯარა"), ოლიმპო (ბ. შელის "ბეატრიჩე ჩენჩი") და სხვა. გადაღებულია ფილმებში: გელა ("უკანასკნელი ჯვაროსნები", 1933), მეზობელი "დარიკო", 1936), ბონდო ("ქეთო და კოტე", 1948), მენახშირე მიტუა ("მაგდანას ლურჯა", 1955), ვარდენი ("უდიპლომო სასიძო", 1961), ქიშვარდი ("მე ვხედავ მზეს", 1965) და სხვ. ჩამოაყალიბა ქართული ესტრადის თეატრი, წარმატებით მოღვაწეობდა საესტრადო ჟანრში, მუშაობდა ფილარმონიაში. იგი მჭიდროდ იყო დაკავშირებული კ. მარჯანიშვილის სახ. თეატრის შემოქმედებით ცხოვრებასთან. სიცოცხლის ბოლომდე ნაყოფიერად იღწვოდა ამ თეატრის სცენაზე და აქტიურად იყო ჩართული კოლექტივის მხატვრულ, ორგანიზატორულ თუ საზოგადოებრივ საქმიანობაში.

წყარო: ქართული საბჭოთა ენციკლოპედია: ტ.5.-თბ., 1980.-გვ. 484; მამულიშვილთა სავანე. - თბ., 1994. - გვ.217; 2007 წლის საიუბილეო თარიღები: თეატრი, მუსიკა, კინო, ქორეოგრაფია.- თბ., 2007.- გვ.113; ეროვნული ფილმოგრაფია: geocinema.ge

ჯილდოები, პრემიები და პრიზები

  • 1956 - საქართველოს სახალხო არტისტი
  • 1952 - სსრკ სახელმწიფო პრემია
    ნებიერიძის როლის შესრულებისათვის სპექტაკლ " მის ვარსკვლავში"
  • 1943 - საქართველოს დამსახურებული არტისტი

გააზიარე: