The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



შალვა აზმაიფარაშვილი

შალვა აზმაიფარაშვილი
დაბადების თარიღი:7 იანვარი, 1903
გარდაცვ. თარიღი:17 მაისი, 1957  (54 წლის ასაკში)
დაკრძალვის ადგილი:მწერალთა და საზოგადო მოღვაწეთა დიდუბის პანთეონი, თბილისი
კატეგორია:დირიჟორი, კომპოზიტორი, პედაგოგი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: ქ. თბილისი.

დაამთავრა თბილისის ვანო სარაჯიშვილის სახელობის  სახელმწიფო კონსერვატორია 1930 წელს.

1923-1928წწ. უკრავდა სასულე და სიმფონიურ ორკესტრებში; 1932 წლიდან იყო თბილისის ზ. ფალიაშვილის სახელობის ოპერისა და ბალეტის სახელმწიფო თეატრის დირიჟორი, 1938-1952წწ. მთავარი დირიჟორი; 1943-1953წწ. ხელმძღვანელობდა საქართველოს რადიოს სიმფონიურ ორკესტრს; 1954-1957წწ. საქართველოს სახელმწიფო სიმფონიურ ორკესტრს; მისი მუსიკალური ხელმძღვანელობით დაიდგა მრავალი ქართული ოპერა: მ. ბალანჩივაძის "დარეჯან ცბიერი", ვ. დოლიძის "ქეთო და კოტე"(1937, ორივე), გ. კილაძის "ლადო კეცხოველი", ი. გოკიელის "პატარა კახი"(1943), შ. შველიძის "ამბავი ტარიელისა"(1946, სახელმწიფო პრემია, 1947), დ. თორაძის "მთების ძახილი"(1947); მუსიკალური ნაწარმოებებია: სიმფონიური პოემა "ყვარლის მთები"(1939), საორკესტრო სიუიტა "ძველი თბილისის სურათები"(1941), სიმფონია(1945, C-dur), ვოკალურ-სიმფონიური პოემა "ქართლი"(1946), ოპერა "ხევისბერი გოჩა"(1951), მუსიკალური კომედია "რაც გინახავს, ვეღარ ნახავ"(1952); კომპოზიტორი, დირიჟორი.

წყარო: Композиторы грузии: Издание второе. – тб., 1973.- გვ.6; ქართული მუსიკის ენციკლოპედიური ლექსიკონი. – თბ., 2015. – გვ.16; ეროვნული ფილმოგრაფია: geocinema.ge

ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი

  • საქართველოს კომპოზიტორთა კავშირი, წევრი (1956-)
  • საქართველოს სსრ პირველი და მესამე მოწვევის უმაღლესი საბჭო, დეპუტატი

ჯილდოები, პრემიები და პრიზები

  • 1941 - საქართველოს ხელოვნების დამსახურებული მოღვაწე
  • საპატიო ნიშნის ორდენი

გააზიარე: