The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



ვიქტორ გეტმანსკი

ვიქტორ გეტმანსკი
დაბადების თარიღი:20 აგვისტო, 1944  (80 წლის)
კატეგორია:ექიმი, მეცნიერი

ბიოგრაფია

დაამთავრა ლენინგრადის პედიატრიული სამედიცინო ინსტიტუტი 1966 წელს.

1966–1969წწ. მუშაობდა კალინინგრადის ოლქის პრავლინსკის ცენტრალურ რაიონულ საავადმყოფოში; 1969–1971წწ. იყო ლენინგრადის პედიატრიული სამედიცინო ინსტიტუტრის ბავშვთა ქირურგიის კლინიკის ორდინატორი; 1992–1996წწ. ქირურგიის ინსტიტუტის გულის ქირურგიის კლინიკის ხელმძღვანელი; 1996 წლიდან ხელმძღვანელობს თანდაყოლილი მანკების განყოფილებას.; კარდიოლოგიური კლინიკა "ღია გული"-ს სამედიცინო სამსახურის უფროსის მოადგილე, კარდიოქირურგი. ავტორია 52 სამეცნიერო ნაშრომის. მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი.

საკანდიდატო დისერტაციის თემა - "ნაწლავთა ადრეული გაუვალობა აპენდექტომიის შემდეგ ბავშვებში", დაიცვა 1975 წელს; სადოქტორო დისერტაციის თემა - "აორტალური მანკების ქირურგიული მკურნალობა", დაიცვა 1985 წელს.

წყარო: ვინ ვინაა თანამედროვე ქართულ სამედიცინო მეცნიერებაში : თანამედროვე ქართველ მედიკოსთა ბიოგრაფიული ენციკლოპედია. - თბ.,.- 2000.-გვ.63; წიგნი ღირსებისა: ტ. 1/ შემდგ.: თამაზ ყიფიანი (რედ.), თენგიზ გაჩეჩილაძე, გურამ სიმონიშვილი.- თბ., 2000. - გვ.207

ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი

  • ქირურგთა საერთაშორისო კოლეჯი, წევრი

ჯილდოები, პრემიები და პრიზები

  • 1994 - ღირსების მედალი
    აფხაზეთის ომში მონაწილეობისთვის

გააზიარე: