The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



აკაკი ანდრიაშვილი

აკაკი ანდრიაშვილი
დაბადების თარიღი:4 ნოემბერი, 1904
გარდაცვ. თარიღი:27 მაისი, 1992  (87 წლის ასაკში)
დაკრძალვის ადგილი:ახალსოფელი, ყვარლის რაიონი
კატეგორია:კომპოზიტორი, პედაგოგი, ფოლკლორისტი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი:  სოფელი ახალსოფელი, ყვარლის რაიონი. 

დაამთავრა ვანო სარაჯიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო კონსერვატორია 1933 წელს.

1928–1949წწ. იწყებს პედაგოგიურ მოღვაწეობას; 1932–1934წწ. მუშაობდა ქუთაისის სამუსიკო სასწავლებელში; 1935–1940წწ. თბილისის III სამუსიკო სასწავლებელში; 1937–1949წწ. ვ. სარაჯიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიაში ასწავლიდა კომპოზიციას; 1956–1965წწ. პედაგოგი და საგუნდო–სადირიჟორო განყოფილების ხელმძღვანელი თბილისის კულტურულ–საგანმანათლებლო სასწავლებელში; 1966–1971წწ. ქ. სიღნაღის მუსიკალური სასწავლებლის დირექტორი; დაწერილი აქვს: ორი სიმფონია(1933, 1937), საფორტეპიანო კონცერტი(1934), სიმფონიური პოემა "საბჭოთა ოსეთი"(1942), კვარტეტი(1944); მის შემოქმედებაში მთავარი ადგილი უჭირავს საოპერო მუსიკას, ავტორია: "კაკო ყაჩაღი"(1940), "ნანა"(1942), კომიკური ოპერა "ლაშქარა"(1946, დაიდგა), "ოთარაანთ ქვრივი"(1951), "მეგობრობა"(1954), საბავშვო ოპერა "ჩხიკვთა ქორწილი"(1954, დაიდგა), "ზვავი"(1960, დაიდგა), "განდეგილი"(1971); სიმღერები, მუსიკა კინოფილმებისა და სპეკტაკლებისათვის; იგი მონაწილეობდა ფოლკლორულ ექსპედიციებში, 1960 წელს მოაწყო ფოლკლორული ექსპედიცია აღმოსავლეთ საქართველოს რაიონებში, ჩაიწერა 150-ზე მეტი ქართული ხალხური სიმღერა, შეადგინა(ვ. მახარაძესთან ერთად), კრებული "ქართული ხალხური სიმღრები"(1972); აღსანიშნავია მისი სარედაქტორო მუშაობაც, მას ეკუთვნის ზაქარია ფალიაშვილის ოპერა "ლატავრას" ახალი რედაქცია(ვ. ფალიაშვილთან და მ. კვალიაშვილთან ერთად).

წყარო: Композиторы грузии: Издание второе. – тб., 1973. – გვ.10

ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი

  • საბჭოთა კავშირის კომპოზიტორთა კავშირი, წევრი (1932-19??)

ჯილდოები, პრემიები და პრიზები

  • 1953 - საქართველოს ხელოვნების დამსახურებული მოღვაწე
  • 1941 - ღირსების ორდენი

გააზიარე: