The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



ანდრია ბალანჩივაძე

ანდრია ბალანჩივაძე
დაბადების თარიღი:1 ივნისი, 1906
გარდაცვ. თარიღი:28 აპრილი, 1992  (85 წლის ასაკში)
დაკრძალვის ადგილი:მწერალთა და საზოგადო მოღვაწეთა დიდუბის პანთეონი, თბილისი
კატეგორია:კომპოზიტორი, პედაგოგი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: ქ. სანკტ–პეტერბურგი. 

დაამთავრა ვანო სარაჯიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო კონსერვატორია 1927 წელს, ლენინგრადის სახელმწიფო კონსერვატორია 1931 წელს.

1925–1927წწ. მუშაობდა სამუსიკო ნაწილის გამგედ თბილისის მუშა-ახალგაზრდობის თეატრში; 1931–1933წწ. კ. მარჯანიშვილის დაარსებულ(ახლანდელი მარჯანიშვილის სახელობის) თეატრში; 1935 წლიდან ვ. სარაჯიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიაში პედაგოგი, საკომპოზიციო კლასის ხელმძღვანელი(1942, პროფესორი); 1941–1948წწ. საქართველოს სახელმწიფო ფილარმონიის სიმფონიური ორკესტრის სამხატვრო ხელმძღვანელი; მისი დამსახურებაა ქართული მუსიკის არაერთი ჟანრის ფორმირება, იგი ავტორია პირველი ქართული ბალეტისა "მზეჭაბუკი", რომლის პრემიერა გაიმართა 1936 წელს თბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრის სცენაზე, ბალეტის საბოლოო რედაქცია "მთების გულის" სახელწოდებით პირველად ლენინგრადის ოპერისა და ბალეტის თეატრის დასმა წარმოადგინა 1983 წელს, "მთების გული" დაიდგა აგრეთვე კიევში, ხარკოვში, დნეპროპეტროვსკში, სარატოვში, აშხაბადში, ქუთაისში, ის აღიარებულ იქნა მუსიკალურ-ქორეოგრაფიული ხელოვნების ნოვატორულ, საეტაპო ნაწარმოებად, რომლის საფუძველი ეროვნული ხალხური ცეკვისა და კლასიკური ქორეოგრაფიის სინთეზია; აგრეთვე ავტორია: ორი ბალეტი: "ცხოვრების ფურცლები"(1961, დაიდგა მოსკოვში), "მწირი"(1964, დაიდგა თბილისში); ოპერები: "მზია"(1949, დაიდგა თბილისში), "ოქროს ქორწილი"(1970, დაიდგა თბილისში); იგი ქართული სიმფონიური და საფორტეპიანო მუსიკის ჟანრის ერთ-ერთი ფუძემდებელია, პირველი სიმფონია(1944), მეორე სიმფონია(1959), მესამე სიმფონია(1979), მეოთხე სიმფონია(1984); ოთხი საფორტეპიანო კონცერტი, მრავალი საფორტეპიანო პიესა: "ნოქტიურნი", "სამაია", "ფრესკა", რომანსები, სიმღერები, საგუნდო ნაწარმოებები, მუსიკა 30-ზე მეტი სპექტაკლისა და კინოფილმისათვის, აგრეთვე ქუთაისის, თელავის, ერევნის თეატრების სპექტაკლებისა და კინოფილმებისათვის; კომპოზიტორი, პიანისტი, პედაგოგი, საზოგადო მოღვაწე.

წყარო: ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 2. -თბ., 1977. - გვ. 165; Композиторы грузии: Издание второе. – тб., 1973. – გვ. 20; 

ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი

  • საბჭოთა კავშირის მერვე მოწვევის უმაღლესი საბჭო, დეპუტატი
  • საქართველოს კომპოზიტორთა კავშირის გამგეობა, თავმჯდომარე (1953-)
  • საქართველოს სსრ პირველი და მეოთხე მოწვევის უმაღლესი საბჭო, დეპუტატი
  • სსრკ კომპოზიტორთა კავშირის გამგეობა, წევრი (1957-1991)

ჯილდოები, პრემიები და პრიზები

  • 1986 - სოციალისტური შრომის გმირი
  • 1981 - თბილისის საპატიო მოქალაქე
  • 1968 - სსრკ სახალხო არტისტი
  • 1957 - საქართველოს სახალხო არტისტი
  • ლენინის ორდენი

გააზიარე: