The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Biographical Dictionary
HomeCategories  
Search
Person Name:

The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it.

The dictionary is supported by the National Parliamentary Library of Georgia.

The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary.

Follow on Facebook



ლია დოლიძე

ლია დოლიძე
Date of birth:1 September, 1946
Date of death:14 February, 2022  (at 75 years)
Category:Scientist, Musician, Educator, Art historian

Biography

დაბადების ადგილი: ქ. ლონდონი.

დაამთავრა ვანო სარაჯიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო კონსერვატორია 1970 წელს.

1971–1972წწ. მუშაობდა ტელერადიო კომიტეტში მუსიკალურ რედაქტორად; 1972–1975წწ. იყო ხელოვნებათმცოდნეობის საკავშირო სამეცნიერო–კვლევითი ინსტიტუტის(მოსკოვი) ასპირანტი; 1980–1988წწ. ვ. სარაჯიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიის მუსიკის ისტორიის კათედრის უფროსი მასწავლებელი; 1988–1989წწ. მილანის მუსიკალური გამომცემლობა Ricordi-ს სტაჟიორი; 1988 წლიდან ვ. სარაჯიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიის მუსიკის ისტორიის კათედრის დოცენტი; მილანის მუსიკალური გამომცემლობის წევრი (1989); ლონდონის ენციკლოპედიის "The New Grove Dictionary of Music and Musicians" კონსულტანტი ქართული მუსიკის სფეროში (1995). გამოქვეყნებული აქვს სამეცნიერო შრომები: "გუსტავ მალერი" ("საბჭოთა ხელოვნება" 1970, N7), "პროგრესისა და განმანათლებლობის გზით" ("საბჭოთა ხელოვნება" 1986, N2); მუსიკათმცოდნე.

საკანდიდატო დისერტაციის თემა – "ეროვნულობის პრობლემა მუსიკალური შემოქმედების ფსიქოლოგიაში", დაიცვა 1978 წელს.

წყარო: ვინ ვინაა საქართველოში: ქართული ბიოგრაფიული ცნობარი. – თბ., 1996 – 97. – გვ. 71; თბილისის სახელმწიფო კონსერვატორია: facebook.com

Member of Organizations

  • საქართველოს კომპოზიტორთა კავშირი, წევრი

Share: