The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



ოთარ დადეშქელიანი

ოთარ დადეშქელიანი
სხვა სახელი:ოთარ დადიშქელიანი
დაბადების თარიღი:21 აგვისტო, 1923  (100 წლის)
კატეგორია:რეჟისორი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: ქ. ნოვოჩერკასკი.

დაამთავრა მოსკოვის თეატრალური ხელოვნების სახელმწიფო ინსტიტუტი 1956 წელს.

1956-1957წწ. იყო გორკის, 1957-1964წწ. ჩელიაბინსკის, 1964-1976 წლიწწ. მინსკის (ბელორუსი) ეროვნული ოპერისა და ბალეტის სახელმწიფო თეატრის მთავარი ბალეტმაისტერი, პარალელურად აქვე 1971-1976წწ. ამავე თეატრის მთავარი რეჟისორი; 1976-2003წწ. გორკის თეატრის მთავარი რეჟისორი; დადგმები, ბალეტები: ი. ლაპუტინი "მასკარადი" (1956), პროკოფიევი "ქვის ყვავილი", "რომეო და ჯულიეტა" (1960, 1963), ა.ხაჩატურიანი "სპარტაკი" (1964, 1977 - ჰელსინკი, ბრატისლავა), კრეინი "ლაურენსია", ე. გლებოვი: "გულის სწორი","რჩეული", "ტილ ულენშპიგელი"(1970, 1971), გერშვინი "პორგი და ბესი"; ოპერები (მინსკი): ვერდი "აიდა", ბიზე "კარმენი", გლინკა "ივან სუსანინი", ბოროდინი "თავადი იგორი", დარგომიჟსკი "ალი", ჩაიკოვსკი "პიკის ქალი", მოცარტი "დონ ჟუანი", მუსორგსკი "ხოვანშჩინა" (შოსტაკოვიჩის რედაქციით I დადგმა სსრკ-ში). ბალეტმაისტერი. 

წყარო: საქართველო: ენციკლოპედია: ტ.2. – თბ., 2012. – გვ.248; ქართული მუსიკის ენციკლოპედიური ლექსიკონი. – თბ., 2015. – გვ. 134

ჯილდოები, პრემიები და პრიზები

  • 1977 - ბელორუსიის სახალხო არტისტი
  • 1961 - რსფსრ დამსახურებული არტისტი

გააზიარე: