The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



როდენ ალიბეგაშვილი

როდენ ალიბეგაშვილი
დაბადების თარიღი:5 იანვარი, 1927
გარდაცვ. თარიღი:11 აპრილი, 1985  (58 წლის ასაკში)
კატეგორია:კომპოზიტორი, მუსიკოსი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: ქ. ვლადიკავკაზი.

დაამთავრა თბილისის ვანო სარაჯიშვილის სახელობის სახელმწიფო კონსერვატორიის საორკესტრო ფაკულტეტი ტრომბონის სპეციალობით (ს. გვენცაძის კლასი) 1951 წელს; საკომპოზიციო ფაკულტეტი (ა. მაჭავარიანის კლასი) 1959 წელს.

1943 წელს რ. ალიბეგაშვილი მუშაობდა საორკესტრო მუსიკალური ფონდის ბიუროში მუსიკოსად; 1945 წელს კინოთეატრ რუსთაველში, 1948 წელს საქართველოს სახელმწიფო სიმფონიურ ორკესტრში, სადაც სიცოცხლის ბოლომდე ითვლებოდა პირველ ტრომბონად; 1960 წლიდან თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიის პედაგოგია, სასულე საკრავების კათედრაზე; იყო მრავალი კონკურსის ლაურეატი; 1974 წელს სახელმწიფო სიმფონიურ ორკესტრთან ერთად საგასტროლოდ იმყოფებოდა პოლონეთში; სხვადასხვა წელს საგასტროლოდ იყო მოსკოვში, ლენინგრადში, კიევსა და ყოფილი საბჭოთა კავშირის სხვა ქალაქებში; მის ნაწარმოებს შორის აღსანიშნავია: სიმფონიური ზღაპარი "ჩხიკვთა ქორწილი" (1960), კონცერტი ტრომბონისათვის ორკესტრის თანხლებით (1979), სიმფონიური ვალსი (1970), სიმფონიური სურათი "ხეობა", საბავშვო ოპერეტა "ექიმი აიბოლიტი" (1983); რ. ალიბეგაშვილს ეკუთვნის მრავალი პიესა სიმფონიური და საესტრადო ორკესტრისთვის, სიმღერები, მარშები, ეტიუდების კრებული ტრომბონისთვის, სკერცო საყვირისთვის ფორტეპიანოს თანხლებით და სხვა; გადმოკეთებული აქვს ტრომბონისთვის ი. ბახის, ვ. მოცარტის, მარჩელოს, რ. გლიერის, ო. თაქთაქიშვილისა და სხვათა ნაწარმოებები; მოღვაწეობა საქართველოს სახელმწიფო სიმფონიური ორკესტრში. მისი შესრულებით დიდ მოწონებას იმსახურებდა მ. რაველის "ბოლერო", ლ. ბეთჰოვენის, ი. ბ ახის, რ. ვაგნერის უვერტიურები, ბ. კვერნაძის, ა. მაჭავარიანის, გ. ყანჩელისა და სხვათა ნაწარმოებები. 

წყარო: Композиторы грузии: Издание второе. – тб., 1973. – გვ. 9; 2007 წლის საიუბილეო თარიღები: (თეატრი, მუსიკა, კინო, ქორეოგრაფია),- თბ., 2007.- გვ.5

ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი

  • საბჭოთა კავშირის კომპოზიტორთა კავშირი, წევრი (1964-1985)

ჯილდოები, პრემიები და პრიზები

  • 1961 - საქართველოს დამსახურებული არტისტი

გააზიარე: