The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



ბონდო დადვაძე

ბონდო დადვაძე
დაბადების თარიღი:22 მარტი, 1934
გარდაცვ. თარიღი:ოქტომბერი, 2013  (79 წლის ასაკში)
კატეგორია:ფოტოგრაფი, ხელოვნების მუშაკი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილ: ქ. ზესტაფონი.

დაამთავრა თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიის საორკესტრო ფაკულტეტი 1960 წელს.

წლების განმავლობაში უკრავდა სახემწიფო სიმფონიურ ორკესტრში; 1959-1972წწ. მუშაობდა ფოტოკორესპონდენტად სხვადასხვა მედიასაშუალებებში; 1972-1973წწ. იყო გაზეთ "თბილისის" ილუსტრაციის განყოფილების გამგე; 1972-1986წწ. საქართველოს მინისტრთა საბჭოს საქმეთა მმართველობის ფოტორესპოდენტი; საქართველოს ჟურნალისტთა შემოქმედებითი კავშირის ფოტოსტუდიის დირექტორი; 1973-1975წწ. "თბილფოტოს" დირექტორი; 1988-1991წწ. საქართველოს დიზაინერთა ფოტოლაბორატორიის უფროსი; 1991-1994წწ. "საქინფორმის" ფოტოქრონიკის მთავარი რედაქტორი; მისი პერსონალური ფოტოგამოფენები მოეწყო როგორც საქართველოში ასევე საზღვარგარეთ (მოსკოვი, აშშ, რუმინეთი, მალტა, გერმანია, საბერძნეთი, იაპონია); ავტორია ფოტოალბომისა – "ქართველ საზოგადო მოღვაწეთა პოტრეტები ავტოგრაფებით" (2007); ფოტოჟურნალისტი.

წყარო: საქართველო: ენციკლოპედია: ტ.2. – თბ., 2012. – გვ.248; წიგნი ღირსებისა: ტ. 4/ შემდგ.: თამაზ ყიფიანი (რედ.), თენგიზ გაჩეჩილაძე, გურამ სიმონიშვილი.- თბ., 2002. - გვ.409

ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი

  • რუსეთის ჟურნალისტთა ფედერაცია, წევრი
  • საერთაშორისო ჟურნალისტთა ფედერაცია, წევრი
  • საქართველოს ჟურნალისტთა ფედერაცია, წევრი

ჯილდოები, პრემიები და პრიზები

  • 1999 - ღირსების ორდენი
    ქართული ჟურნალისტიკის განვითარებაში შეტანილი თვალსაჩინო წვლილისათვის, აქტუალური ცხოვრებისეული თემების მაღალკვალიფიკაციურ დონეზე წარმოჩენაში, ნაყოფიერი შემოქმედებითი და საზოგადოებრივი მოღვაწეობისათვის
  • 1992 - საქართველოს ხელოვნების დამსახურებული მოღვაწე

გააზიარე: