The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



იოსებ კეჭაყმაძე

იოსებ კეჭაყმაძე
დაბადების თარიღი:27 მარტი, 1939
გარდაცვ. თარიღი:24 მარტი, 2013  (73 წლის ასაკში)
დაკრძალვის ადგილი:დიდუბის მწერალთა და საზოგადო მოღვაწეთა პანთეონი, თბილისი
კატეგორია:კომპოზიტორი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: ქ. ოზურგეთი.

დაამთავრა თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიის სადირიჟორო ფაკულტეტი 1965 წელს.

1966 წლიდან მუშაობა დაიწყო მუსიკალურ-ქორეოგრაფიული საზოგადოების პრეზიდიუმში სხვადასხვა თანამდებობებზე; 1968 წლიდან ეწეოდა პედაგოგიურ მოღვაწეობას კონსერვატორიაში; 1972-1982წწ. საქართველოს კულტურის სამინისტროს მუსიკალურ დაწესებულებათა სამმართველოს უფროსი, სარეპერტუარო--სარედაქციო კოლეგიის მთავარი რედაქტორი; 1980-2007წწ. საგუნდო-სადირიჟორო კათედრის გამგე; მიღებული აქვს პრემია "წლის საუკეთესო კინომუსიკისთვის", მიუზიკლი "არსენას ლექსი" (1985), პრემია "დრამატული სპექტაკლისთვის შექმნილი საუკეთესო მუსიკისთვის", გრიგოლ რობაქიძის "ლამარა" განსახიერებული ქ. ბათუმის ი. ჭავჭავაძის სახელობის სახელმწიფო დრამატულ თეატრში, საქართველოს სამოციქულო ეკლესიის წმინდა გიორგის ოქროს ორდენი (2009). 2005-2013წწ. კულტურის მინისტრის მრჩეველი, შექმნილი აქვს როგორც დიდი, ისე მცირე ფორმის 350-ზე მეტი საგუნდო ნაწარმოები, საეკლესიო საგალობლები, მუსიკა დრამატული სპექტაკლების, კინოფილმებისა და მიუზიკლებისთვის.

წყარო: ვინ ვინაა საქართველოში: ქართული ბიოგრაფიული ცნობარი. –  თბ., 1998-1999. - გვ. 176; წიგნი ღირსებისა: ტ. 1/ შემდგ.: თამაზ ყიფიანი (რედ.), თენგიზ გაჩეჩილაძე, გურამ სიმონიშვილი.- თბ., 2000. - გვ.377

ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი

  • ზაქარია ფალიაშვილის სახელობის პრემიის კომიტეტი, თავმჯდომარე (1993-)
  • საქართველოს კომპოზიტორთა კავშირი, წევრი (1972-)

ჯილდოები, პრემიები და პრიზები

  • 2004 - საქართველოს სახელმწიფო პრემია
  • 1996 - ღირსების ორდენი
    ქართული პროფესიული საგუნდო მუსიკის განვითარებაში შეტანილი მნიშვნელოვანი წვლილისა და ნაყოფიერი მღვაწეობისათვის
  • 1995 - შოთა რუსთაველის სახელობის სახელმწიფო პრემია
    1978-1994 წლებში სიონის საკათედრო ტაძრისთვის შექმნილი საგალობლებისათვის
  • 1981 - საქართველოს სახალხო არტისტი
  • 1979 - საქართველოს ხელოვნების დამსახურებული მოღვაწე
  • 1976 - ზაქარია ფალიაშვილის სახელობის პრემია

გააზიარე: