The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუკის გვერდზე



ალექსანდრე დადიანი

დაბადების თარიღი:1801
გარდაცვ. თარიღი:1860  (59 წლის ასაკში)
კატეგორია:სამხედრო პირი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: სიმბირსკის გუბერნია, რუსეთი.

1817 წელს ჩაირიცხა ლაიბგვარდიის პრეობრაჟენსკოეს პოლკში; 1821 წელს დანიშნეს გენერალ პასკევიჩის ადიუტანტად; 1826-1827წწ. მონაწილეობდა ირანთან, 1828-1829წწ. ოსმალეთთან გამართულ ომებში; 1829 წელს დანიშნეს ერევნის კარაბინერთა პოლკის მეთაურად; 1937 წელს იმპერატორ ნიკოლოზ I-მა ერევნის პოლკის დათვალიერებისას იგი მწყობრიდან გამოიძახა და პოლკში ჩადენილი სამეურნეო დანაშაულისათვის თავის ხელით ჩამოხსნა ფლიგელ–ადიუდანტის აქსელბანდები, ამასთანავე ბრძანა გადაეგზავნათ ბობრუისკის კაზემატში, სადაც მან 1840 წლამდე დაყო; შემდეგ ჩამოართვეს ჩინები, ორდენები, თავადის წოდება და საცხოვრებლად გაგზავნეს ვიატკაში; ბოლოს ნება დართეს ქალაქიდან გაუსვლელად ეცხოვრა მოსკოვში; 1856 წელს იმპერატორ ალექსანდრე II–მ მას დაუბრუნა თადარიგის პოლკოვნიკის ჩინი, ორდენები, თავადის წოდება; რუსეთის იმპერიის არმიის პოლკოვნიკი(1829), იმპერატორის ფლიგელ–ადიუტანტი.

წყარო: საქართველო: ენციკლოპედია: ტ.2. – თბ., 2012. – გვ.251

ჯილდოები, პრემიები და პრიზები

  • წმინდა ანას II ხარისხის ორდენი, ყარსის აღებისათვის
  • წმინდა ანას III ხარისხის ორდენი, ერევნის აღებისათვის
  • ოქროს დაშნა, სარდარ–აბადის ალყის დროს გამოჩენილი მამაცობისათვის

გააზიარე: