The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



ოლღა ბარამიშვილი

ოლღა ბარამიშვილი
დაბადების თარიღი:30 ნოემბერი, 1907
გარდაცვ. თარიღი:29 სექტემბერი, 1956  (48 წლის ასაკში)
დაკრძალვის ადგილი:კუკიის სასაფლაო, თბილისი
კატეგორია:კომპოზიტორი, პედაგოგი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: ქ. თბილისი.

დაამთავრა ვანო სარაჯიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო კონსერვატორია 1930 წელს.

1938 წლიდან იგი ასწავლიდა თბილისის კონსერვატორიაში ჰარმონიის კურსს როგორც ასისტენტი, ხოლო 1943 წლიდან დოცენტის რანგში — სპეციალურ და ზოგადი სოლფეჯიოს კურსს; მას დაწერილი აქვს: ვოკალურ-სიმფონიური და სარომანსო ციკლები ვაჟა–ფშაველას, გალაკტიონ ტაბიძის, ალექსანდრე პუშკინისა და სხვა გამოჩენილ პოეტთა ლექსებზე, მუსიკა სპექტაკლებისთვის, სუიტა "ბედნიერი ბავშვობა"(1938), ვოკალურ-სიმფონიური პოემა "სიმღერა ქარიშხალაზე"(1942),  პატარა სიმფონიური პოემა "შვლის ნუკრის ნაამბობი"(1946, ვაჟა–ფშაველას მოთხრობის მიხედვით),  "ზღაპარი"(1950, საფორტეპიანო პიესა),  კანტატა "ხალხთა ბედნიერება — მშვიდობა"(1951, ტექსტი — გალაკტიონ ტაბიძე), "ახალგაზრდობის ვალსი"(1952, სასულე ორკესტრისათვის), "ესპანური ცეკვა"(1953, საფორტეპიანო პიესა), სუიტა შექსპირის ტრაგედიის "რომეო და ჯულიეტას" მუსიკიდან(1955); მას დ. სლიანოვასთან ერთად ქართულ მუსიკალურ მასალაზე დაყრდნობით დაწერილი აქვს სოლფეჯიოს სახელმძღვანელო; კომპოზიტორი, პიანისტი, პედაგოგი.

წყარო: Композиторы грузии: Издание второе. – тб., 1973. -  გვ. 30; ქართველო კომპოზიტორი ქალების ვებ-პორტალი : georgianwomencomposers.ge

ჯილდოები, პრემიები და პრიზები

  • 1953 - მედალი "შრომითი მამაცობისთვის"
    დიდი სამამულო ომის პერიოდში ნაყოფიერი მუშაობისთვის

გააზიარე: