The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



გივი კეკელიძე

გივი კეკელიძე
დაბადების თარიღი:3 იანვარი, 1939  (85 წლის)
კატეგორია:ინჟინერი, პედაგოგი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: ქ. თბილისი.

დაამთავრა თბილისის სახელმწიფო პოლიტექნიკური ინსტიტუტის სამშენებლო ფაკულტეტი 1962 წელს.

1962-1969წწ. მუშაობდა მშენებლობის სამინისტროს სისტემაში; 1969-1975წწ. თბილისის სახელმწიფო პოლიტექნიკური ინსტიტუტის გეოდეზიისა და სამარქშეიდერო საქმის კათედრის ასისტენტი; 1975-1987წწ. ტოპოგრაფიული ტექნიკუმის დირექტორი; 1987-1991წწ. ვაკის რაიონის აღმასრულებელი კომიტეტის თავმჯდომარე; 1992 წლიდან გეოდეზიისა და კარტოგრაფიის დეპარტამენტის თავმჯდომარე.

წყარო: ვინ ვინაა საქართველოში: ქართული ბიოგრაფიული ცნობარი. –  თბ., 1998-1999. - გვ. 175; წიგნი ღირსებისა: ტ. 4/ შემდგ.: თამაზ ყიფიანი (რედ.), თენგიზ გაჩეჩილაძე, გურამ სიმონიშვილი.- თბ., 2002. - გვ.192

ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი

  • საქართველოს გეოდეზიური საზოგადოება, წევრი
  • საქართველოს კარტოგრაფთა ასოციაცია, წევრი

ჯილდოები, პრემიები და პრიზები

  • 1999 - ღირსების ორდენი
    გეოდეზიისა და კარტოგრაფიის დარგის მატერიალურ-ტექნიკური ბაზის შენარჩუნებასა და განვითარებაში შეტანილი პირადი დიდი წვლილისათვის, დარგის რეორგანიზაციაში, ციფრული კარტოგრაფირების ტექნოლოგიების დანერგვაში, ქართულენოვანი კარტოგრაფიული პროდუქციის შექმნაში აქტიური მონაწილეობისათვის, ნაყოფიერი პედაგოგიური და საზოგადოებრივი მოღვაწეობისათვის
  • 1984 - საპატიო გეოდეზისტი

გააზიარე: