შესვლა |
|
|
English Georgian |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
ვახტანგ კახიძე
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: ქ. თბილისი. დაამთავრა მოსკოვის სახელმწიფო კონსერვატორიის კომპოზიციის ფაკულტეტი 1981 წელს. 1984 წლიდან თბილისის მოზარდ მაყურებელთა თეატრის მუსიკალური ხელმძღვანელი; 1990 წელს დაიწყო მოღვაწეობა, როგორც დირიჟორმა; 1993 წლიდან თბილისის სიმფონიური ორკესტრის დირიჟორია; 2002 წლიდან თბილისის სიმფონიური ორკესტრის სამხატვრო ხელმძღვანელი და მთავარი დირიჟორი, აგრეთვე სათავეში ჩაუდგა თბილისის მუსიკალურ-კულტურულ ცენტრსა და საერთაშორისო მუსიკალურ ფეტივალს "შემოდგომის თბილისი". წარმატებით მუშაობს სხვადასხვა მუსიკალურ ჟანრში – კარგადაა ცნობილი მისი სიმღერები, მუსიკა ფილმებისა და თეატრალური წარმოდგენებისთვის, აგრეთვე ჯაზური კომპოზიციები. იგი ხშირად გამოდის როგორც ჯაზ პიანისტი ბევრ ცნობილ ჯაზის შემსრულებელთან და თავის ჯაზ-ფოლკ ანსამბლ "არიეს"-თან ერთად. სსრკ-ს ახალგაზრდა კომპოზიტორების კონკურსის პირველი პრემიის მფლობელი, საქართველოს კომპოზიტორთა აკადემიის სპეციალური პრიზი "გაზაფხული" - ფილმის საუკეთესო მუსიკის შექმნისთვის (1997), საქართველოს თეატრალური საზოგადოების პრემიის ლაურეატი - საუკეთესო მუსიკა დრამატული დადგმისთვის (1998), გაზეთ "საქართველოს რესპუბლიკა"-ს მიერ დაწესებული პრიზი - წლის ყველაზე წარმატებული ხელოვანი (2002), ალბერტ შვაიცერის სახელობის საპატიო მედალი - მუსიკალურ კულტურაში განსაკუთრებული მიღწევებისთვის (2003). წყარო: ვინ ვინაა საქართველოში: ქართული ბიოგრაფიული ცნობარი. – თბ., 1998-1999. - გვ. 175; წიგნი ღირსებისა: ტ. 5 / შემდგ.: თამაზ ყიფიანი (რედ.), თენგიზ გაჩეჩილაძე, გურამ სიმონიშვილი.- თბ., 2003. - გვ.17 ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი
ჯილდოები, პრემიები და პრიზები
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |