The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Biographical Dictionary
HomeCategories  
Search
Person Name:

The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it.

The dictionary is supported by the National Library of Georgia.

The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary.

Follow on Facebook



ვახტანგ კახიძე

ვახტანგ კახიძე
Date of birth:23 March, 1959  (66 years)
Category:Composer, Musician

Biography

დაბადების ადგილი: ქ. თბილისი.

დაამთავრა მოსკოვის სახელმწიფო კონსერვატორიის კომპოზიციის ფაკულტეტი 1981 წელს.

1984 წლიდან თბილისის მოზარდ მაყურებელთა თეატრის მუსიკალური ხელმძღვანელი; 1990 წელს დაიწყო მოღვაწეობა, როგორც დირიჟორმა;  1993 წლიდან თბილისის სიმფონიური ორკესტრის დირიჟორია; 2002 წლიდან თბილისის სიმფონიური ორკესტრის სამხატვრო ხელმძღვანელი და მთავარი დირიჟორი, აგრეთვე სათავეში ჩაუდგა თბილისის მუსიკალურ-კულტურულ ცენტრსა და საერთაშორისო მუსიკალურ ფეტივალს "შემოდგომის თბილისი". წარმატებით მუშაობს სხვადასხვა მუსიკალურ ჟანრში – კარგადაა ცნობილი მისი სიმღერები, მუსიკა ფილმებისა და თეატრალური წარმოდგენებისთვის, აგრეთვე ჯაზური კომპოზიციები. იგი ხშირად გამოდის როგორც ჯაზ პიანისტი ბევრ ცნობილ ჯაზის შემსრულებელთან და თავის ჯაზ-ფოლკ ანსამბლ "არიეს"-თან ერთად. სსრკ-ს ახალგაზრდა კომპოზიტორების კონკურსის პირველი პრემიის მფლობელი,  საქართველოს კომპოზიტორთა აკადემიის სპეციალური პრიზი "გაზაფხული" - ფილმის საუკეთესო მუსიკის შექმნისთვის (1997), საქართველოს თეატრალური საზოგადოების პრემიის ლაურეატი - საუკეთესო მუსიკა დრამატული დადგმისთვის (1998), გაზეთ "საქართველოს რესპუბლიკა"-ს მიერ დაწესებული პრიზი - წლის ყველაზე წარმატებული ხელოვანი (2002), ალბერტ შვაიცერის სახელობის საპატიო მედალი - მუსიკალურ კულტურაში განსაკუთრებული მიღწევებისთვის (2003).

წყარო: ვინ ვინაა საქართველოში: ქართული ბიოგრაფიული ცნობარი. –  თბ., 1998-1999. - გვ. 175; წიგნი ღირსებისა: ტ. 5 / შემდგ.: თამაზ ყიფიანი (რედ.), თენგიზ გაჩეჩილაძე, გურამ სიმონიშვილი.- თბ., 2003. - გვ.17

Member of Organizations

  • ევროპის საერთაშორისო საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა აკადემია, ნამდვილი წევრი (2003-)

Awards and Honors

  • 2018 - თბილისის საპატიო მოქალაქე
  • 2000 - ღირსების ორდენი
  • 1997 - კოტე მარჯანიშვილის სახელობის პრემია

Share: