The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Biographical Dictionary
HomeCategories  
Search
Person Name:

The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it.

The dictionary is supported by the National Parliamentary Library of Georgia.

The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary.

Follow on Facebook



ანდრია დადიანი

ანდრია დადიანი
Date of birth:24 October, 1850
Date of death:13 June, 1910  (at 59 years)
Category:Lawyer, Athlete

Biography

დაბადების ადგილი: ქ. ზუგდიდი.

დაამთავრა ჰაიდელბერგის უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტი 1873 წელს.

1874 წლიდან მსახურობდა რუსეთის არმიაში; 1881—1882წწ. მონაწილეობა მიიღო პეტერბურგის საჭადრაკო კლუბის მიერ გამართულ მოყვარულთა 2 ტურნირში და I ადგილები დაიკავა დაუმარცხებლად; 1899წწ. მიიწვიეს სრულიად რუსეთის I ტურნირში, მაგრამ მონაწილეობა არ მიუღია; 1903—1904წწ. იყო მონტე–კარლოს საერთაშორისო ტურნირების პრეზიდენტი; თანამშრომლობდა იმ დროის უცხოურ და რუსულ საჭადრაკო ჟურნალებთან; აწესებდა პრიზებს ლამაზი პარტიებისათვის; თამაშობდა ცნობილ მოჭადრაკეებთან(ს. როზენტალი, ს. დიუბუა, ი. შუმოვი, ი. კოლიში და სხვა) პარიზში, რომში, კიევში, თბილისში; ინგლისურმა საჭადრაკო ჟურნალმა "ჩეს მანთლიმ"("The Chess Monthly") 1892 წლის ივნის-ივლისის ნომერი მთლიანად დადიანის შემოქმედებას მიუძღვნა; 1903 წელს ე. შიფერსის წინასიტყვაობით კიევში ფრანგულ ენაზე გამოიცა დადიანის 100 პარტიის დაბოლოება("Fins de Partie du Prince Dadian de Mingr.elie"); მოჭადრაკე და ჭადრაკის მეცენატი, ეკატერინე ჭავჭავაძისა და სამეგრელოს მთავრის დავით დადიანის შვილი.

წყარო: საქართველო: ენციკლოპედია: ტ.2. – თბ., 2012. – გვ.251


Share: