Login |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
HomeCategories |
Search The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it. The dictionary is supported by the National Library of Georgia. The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary. |
სოსო გვაზავა![]()
Biographyდაბადების ადგილი: ქ. თბილისი. დაამთავრა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტის სამკურნალო ფაკულტეტი 1972 წელს; ილია ჭავჭავაძის სახელობის უცხო ენათა პედაგოგიური ინსტიტუტის ინგლისური ენის ფაკულტეტი 1979 წელს. 1972–1976წწ. იყო მცხეთის რაისაავადმყოფოს ქირურგი; 1976 წლიდან მუშაობდა I კლინიკური საავადმყოფოს ნეიროქირურგიულ განყოფილებაში; I კლინიკური საავადმყოფოს ნეიროქირურგიული კლინიკის დირექტორი. ავტორია 21 სამეცნიერო ნაშრომის, რომლებიც ეხება თავის ტვინის სიმსივნეებს, ნეიროტრავმას, ნეიროანგიოლოგიას და ცეცხლნასროლ ჭრილობებს. ნეიროქირურგი, მედიცინის მეცნიერებათა კანდიდატი. საკანდიდატო დისერტაციის თემა - "ეპილეფსიური გულყრების დიაგნოსტიკური მნიშვნელობა საფეთქლის წილის სიმსივნეებისას მათი შიდაწილოვანი ლოკალიზაციისა და ხასიათის განსაზღვრაში", დაიცვა 1998 წელს. წყარო: ვინ ვინაა თანამედროვე ქართულ სამედიცინო მეცნიერებაში : თანამედროვე ქართველ მედიკოსთა ბიოგრაფიული ენციკლოპედია. - თბ.,.- 2000.-გვ.63; წიგნი ღირსებისა: ტ. 4/ შემდგ.: თამაზ ყიფიანი (რედ.), თენგიზ გაჩეჩილაძე, გურამ სიმონიშვილი.- თბ., 2002. - გვ.66 Member of Organizations
Awards and Honors
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |