შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
იაკობ ბობოხიძე![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: ქ. ქუთაისი დაამთავრა ვანო სარაჯიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო კონსერვატორია 1957 წელს. 1956 წლიდან მუშაობდა საქართველოს ტელერადიო მაუწყებლობაში მთავარ ხმის რეჟისორად; 1972-1977წწ. იყო სახელმწიფო ტელევიზიისა და რადიომაუწყებლობის ტელეფილმების სტუდიის მუსიკალური ხელმძღვანელი; 1977 წლიდან კინოსტუდია "ქართული ფილმის" მუსიკალური განყოფილების მთავარი რედაქტორი; მისი შემოქმედების ძირითადი მიმართულებაა ვოკალურ–სიმფონიური და სასიმღერო ჟანრი; იგი ავტორია: კონცერტი საყვირისა და ორკესტრისათვის(1957), კონცერტინო ფლეიტა–პიკოლოსა და ორკესტრისათვის, საორკესტრო სიუიტა "ბურატინო"(ხუთ ნაწილად), "კანტატა თბილისზე", კანტატა "დილა"(საბავშვო გუნდისა და ორკესტრისათვის), ვოკალური ციკლი გუნდი-a cappella(1968, ა. კალანდაძის სიტყვებზე), კანტატა "მთაწმინდის მთვარე"(1970, გ. ტაბიძის სიტყვებზე), მთელი რიგი საგუნდო დ სოლო სიმღერები: "სიმღერა საქართველოზე", "ფშავური ბალადა", ვოკალური ციკლი "შავლეგო"(სამი ბალადა ბანისა და ორკესტრისათვის, მ. გელოვანის ტექსტზე), მუსიკა სპექტაკლებისა და ტელეფილმებისათვის, საბავშვო მუსიკა, საესტრადო სიმღერები; 1973 წელს მან დაასრულა საბავშვო ოპერა "ბურატინო"; კომპოზიტორი. წყარო: Композиторы грузии: Издание второе. – тб., 1973. - გვ. 41; ეროვნული ფილმოგრაფია: geocinema.ge ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი
ჯილდოები, პრემიები და პრიზები
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |