Login |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
HomeCategories |
Search The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it. The dictionary is supported by the National Library of Georgia. The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary. |
იაკობ ბობოხიძე![]()
Biographyდაბადების ადგილი: ქ. ქუთაისი დაამთავრა ვანო სარაჯიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო კონსერვატორია 1957 წელს. 1956 წლიდან მუშაობდა საქართველოს ტელერადიო მაუწყებლობაში მთავარ ხმის რეჟისორად; 1972-1977წწ. იყო სახელმწიფო ტელევიზიისა და რადიომაუწყებლობის ტელეფილმების სტუდიის მუსიკალური ხელმძღვანელი; 1977 წლიდან კინოსტუდია "ქართული ფილმის" მუსიკალური განყოფილების მთავარი რედაქტორი; მისი შემოქმედების ძირითადი მიმართულებაა ვოკალურ–სიმფონიური და სასიმღერო ჟანრი; იგი ავტორია: კონცერტი საყვირისა და ორკესტრისათვის(1957), კონცერტინო ფლეიტა–პიკოლოსა და ორკესტრისათვის, საორკესტრო სიუიტა "ბურატინო"(ხუთ ნაწილად), "კანტატა თბილისზე", კანტატა "დილა"(საბავშვო გუნდისა და ორკესტრისათვის), ვოკალური ციკლი გუნდი-a cappella(1968, ა. კალანდაძის სიტყვებზე), კანტატა "მთაწმინდის მთვარე"(1970, გ. ტაბიძის სიტყვებზე), მთელი რიგი საგუნდო დ სოლო სიმღერები: "სიმღერა საქართველოზე", "ფშავური ბალადა", ვოკალური ციკლი "შავლეგო"(სამი ბალადა ბანისა და ორკესტრისათვის, მ. გელოვანის ტექსტზე), მუსიკა სპექტაკლებისა და ტელეფილმებისათვის, საბავშვო მუსიკა, საესტრადო სიმღერები; 1973 წელს მან დაასრულა საბავშვო ოპერა "ბურატინო"; კომპოზიტორი. წყარო: Композиторы грузии: Издание второе. – тб., 1973. - გვ. 41; ეროვნული ფილმოგრაფია: geocinema.ge Member of Organizations
Awards and Honors
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |