შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
თამარ ვახვახიშვილი![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: ქ. ვარშავა. დაამთავრა პარიზის კონსერვატორია 1927 წელს. 1921–1926წწ. იყო თბილისის მუსიკალური სკოლის დირექტორი, შოთა რუსთაველის სახელობის სახწელმწიფო დრამატული და კოტე მარჯანიშვილის სახელობის სახწელმწიფო დრამატული თეატრების მუსიკალური ნაწილის გამგე; მან კოტე მარჯანიშვილთან ერთად საფუძველი ჩაუყარა და ტრადიცია შეუქმნა თბილისის დრამატულ თეატრში მუსიკალური ხელოვნების ფართოდ დამკვიდრებას, შექმნა მუსიკა 100-მდე დრამატული სპექტაკლისათვის, მათ შორის: "ცხვრის წყარო", "ურიელა კოსტა", "კაკალ გულში", "გუშინდელნი", "როგორ?", "ხატიჯე", "ყვარყვარე თუთაბერი", "თეთრები", "ჰოპლა ჩვენ ვცოცხლობთ", "ბეატრიჩე ჩენჩი", "მასკარადი"; 1933–1971წწ. ცხოვრობდა და მოღვაწეობდა მოსკოვში, სადაც წამყვან თეატრებში მუსიკალურად გააფორმა მრავალი სპექტაკლი, ასე მაგალითად: "ვერაგობა და სიყვარული" (მოსკოვის მცირე თეატრი); ის ავტორია სხვადასხვა ჟანრის ნაწარმოებებისა, ესენია: ბალეტები: "ბახუსის დღესასწაული"(1919), "სიყვარულის ბანგი" (1920), "სპარტაკი" (1937); პანტომიმები: "მზეთა მზე" (1929), "ხანძარი" (1930); მუსიკალური კომედია "დონ ჰილი–მწვანე შარვალი"; იგი ავტორია წიგნისა "თერთმეტი წელი კოტე მარჯანიშვილთან" (1976); კომპოზიტორი. წყარო: ქართული საბჭოთა ენციკლოპედია: ტ. 4. - თბ., 1979. – გვ. 335 ჯილდოები, პრემიები და პრიზები
ბიბლიოგრაფია
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |