The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



მარინა კახიანი

მარინა კახიანი
დაბადების თარიღი:19 სექტემბერი, 1957  (67 წლის)
კატეგორია:მსახიობი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: ქ. თბილისი.

დაამთავრა ქორეოგრფიული სასწავლებელი 1975 წელს ; 1980 წელს თბილისის სახელმწიფო თეატრალური ინსტიტუტის სამსახიობო ფაკულტეტი.

1975-1976წწ. თბილისის ოპერისა და ბალეტის სახელმწიფო თეატრის მსახიობი; 1980 წლიდან რუსთაველის თეატრის მსახიობი. აღსანიშნავი როლები: ევა ბრაუნი ("ას ერგასის დღე"), კორდელია ("მეფე ლირი"), რებეკა ("კვაჭი კვაჭანტირაძე"), ლიდა ("აღდგომა გაუქმებულ სასაფლაოზე"), ლავინია ("ტიტუს ანდრონიკუსი") ბერნარდა ალბა ("ბერნარდა ალბას სახლი"), ნათელა ("კავკასიური ცარცის წრე"), მარიამ სტიუარტი ("მარიამ სტიუარტი"), კანცადე ("ქალი გველი"), ოლივია("მეთორმეტე ღამე"), ხორეშანი ("კაცია ადამიანი?!"); გადაღებულია ფილმებში: გიმნაზისტი ("ვერის უბნის მელოდიები", 1973), მანანა ("ქართველები ცაში", 1984), ალტისიდორა ("ცხოვრება დონ კოხოტისა და სანჩოსი", 1989), "ჩემი პირველი სიყვარული" (2003) და სხვ.

წყარო: ეროვნული ფილმოგრაფია: geocinema.ge

ჯილდოები, პრემიები და პრიზები

  • 2002 - კრიტიკოსთა პრიზი, საუკეთესო ტრაგიკოსი მსახიობი, სპექტაკლი "მედეა", მედეას როლის შესრულებისთვის(რეჟ. გ. კაპანაძე)
  • 1999 - ფ. შილერის სახელობის ვაიმარის საერთაშორისო ფესტივალი, გრანპრი, სპექტაკლი "მარიამ სტუარტი", მარიამ სტუარტის როლის შესრულებისთვის(რეჟ. გ. კაპანაძე)
  • 1996 - პაკისტანის საერთაშორისო ფესტივალი, გრანპრი, სპექტაკლი "ბერნადა ალბას სახლი", ბერნადა ალბას როლის შესრულებისთვის(რეჟ. გ. კაპანაძე)
  • 1991 - საქართველოს თეატრალური საზოგადოების პრიზი, წლის საუკეთესო მსახიობი, სპექტაკლი "აღდგომა გაუქმებულ სასაფლაოზე", ლიდას როლის შესრულებისთვის(რეჟ. გ. თავაძე)
  • 1991 - საქართველოს თეატრალური საზოგადოების პრემია, საუკეთესო მსახიობი ქალი, ი. სამსონაძის სპექტაკლში "აღდგომა გაუქმებულ სასაფლაოზე" ლიდას როლის შესრულებისათვის
  • 1984 - საქართველოს თეატრალური საზოგადოების პრიზი, საუკეთესო ახალგაზრდა მსახიობი, სპექტაკლი "დაკრძალვა კალიფორნიაში", კიტის როლის შესრულებისთვის(რეჟ. რ. სტურუა)

გააზიარე: