The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



ნიკოლოზ კახეთელიძე

ნიკოლოზ კახეთელიძე
დაბადების თარიღი:2 იანვარი, 1964  (60 წლის)
კატეგორია:ეკონომისტი, თანამდებობის პირი, ინჟინერი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: ქ. თბილისი.

დაამთავრა თბილისის სახელმწიფო ტექნიკური უნივერსიტეტი ინჟინერ-მშენებელის სპეციალობით 1991 წელსბიზნესის სკოლა (ESM)  ბიზნეს ადმინისტრირების ფაკულტეტი; 1992 წელს ავსტრიის სამრეწველო სავჭრო პალატის ინსტიტუტის ბიზნეს ადმინისტრირების ფაკულტეტი.

1982-1985წწ. იყო მეცნიერებათა აკადემიის ანსამბლ "ფაზისის" სოლისტი; 1989-1991წწ. საქართველოს ჯანმრთელობის დაცვის სამინისტროს სპეიალური სარემონტო სამმართველოს ინჟინერი; 1994-1995წწ. თბილისის მერიის ეკონომიკური პოლიტიკის საქალაქო სამსახურის უფროსის მოადგილე; 1995-1997წწ. სახელმწიფო მინისტრის აპარატის უფროსი; 1997-2000წწ. თბილისის ნაძალადევის რაიონის გამგებელი; 2000-2001წწ. თბილისის მერიის საქალაქო სამსახურის უფროსი; 2001-2003წწ. BFM "მსოფლიო ბანკის პროექტი" კონსულტანტი; 2004-2005წწ. თბილისის მერიის კაპიტალური მშენებლობის საქალაქო სამსახურის უფროსი; 2010 წლიდან რადიო უცნობის საავტორო გადაცემა "აივნებიან ქალაქში"-ს ავტორი და წამყვანი; 2012 წლიდან სსიპ შემოსავლების სამსახურის ადმინისტრაციული დეპარტამენტის უფროსი. 2019-2021წწ. იყო ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მრჩეველი ინფრასტრუქტურის და სივრცითი მოწყობის საკითხებში. 2021  წლიდან ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის VII მოწვევის საკრებულოს გარემოს დაცვის კომისიის თავმჯდომარე. აქტივობა:  ურბანული დაგეგმარებისა და საქალაქო მეურნეობის კომისიის წევრი.  საარჩევნო ფორმა: პროპორციული წესით. საარჩევნო სუბიექტი: "ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველო". 

წყარო: ვინ ვინაა საქართველოში: ქართული ბიოგრაფიული ცნობარი. –  თბ., 1998-1999. - გვ. 173; ქ. თბილისის საკრებულო: tbsakrebulo.gov.ge

ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი

  • საქართველოს ახალგაზრდულ ორგანიზაციათა ნაციონალური საბჭო, გენერალური მდივანი (1992-1994)

ჯილდოები, პრემიები და პრიზები

  • სპორტის ოსტატი (თავისუფალი ჭიდაობა)

გააზიარე: