Login |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
HomeCategories |
Search The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it. The dictionary is supported by the National Library of Georgia. The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary. |
ნიკოლოზ კახეთელიძე![]()
Biographyდაბადების ადგილი: ქ. თბილისი. დაამთავრა თბილისის სახელმწიფო ტექნიკური უნივერსიტეტი ინჟინერ-მშენებელის სპეციალობით 1991 წელს, ბიზნესის სკოლა (ESM) ბიზნეს ადმინისტრირების ფაკულტეტი; 1992 წელს ავსტრიის სამრეწველო სავჭრო პალატის ინსტიტუტის ბიზნეს ადმინისტრირების ფაკულტეტი. 1982-1985წწ. იყო მეცნიერებათა აკადემიის ანსამბლ "ფაზისის" სოლისტი; 1989-1991წწ. საქართველოს ჯანმრთელობის დაცვის სამინისტროს სპეიალური სარემონტო სამმართველოს ინჟინერი; 1994-1995წწ. თბილისის მერიის ეკონომიკური პოლიტიკის საქალაქო სამსახურის უფროსის მოადგილე; 1995-1997წწ. სახელმწიფო მინისტრის აპარატის უფროსი; 1997-2000წწ. თბილისის ნაძალადევის რაიონის გამგებელი; 2000-2001წწ. თბილისის მერიის საქალაქო სამსახურის უფროსი; 2001-2003წწ. BFM "მსოფლიო ბანკის პროექტი" კონსულტანტი; 2004-2005წწ. თბილისის მერიის კაპიტალური მშენებლობის საქალაქო სამსახურის უფროსი; 2010 წლიდან რადიო უცნობის საავტორო გადაცემა "აივნებიან ქალაქში"-ს ავტორი და წამყვანი; 2012 წლიდან სსიპ შემოსავლების სამსახურის ადმინისტრაციული დეპარტამენტის უფროსი. 2019-2021წწ. იყო ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მრჩეველი ინფრასტრუქტურის და სივრცითი მოწყობის საკითხებში. 2021 წლიდან ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის VII მოწვევის საკრებულოს გარემოს დაცვის კომისიის თავმჯდომარე. აქტივობა: ურბანული დაგეგმარებისა და საქალაქო მეურნეობის კომისიის წევრი. საარჩევნო ფორმა: პროპორციული წესით. საარჩევნო სუბიექტი: "ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველო". წყარო: ვინ ვინაა საქართველოში: ქართული ბიოგრაფიული ცნობარი. – თბ., 1998-1999. - გვ. 173; ქ. თბილისის საკრებულო: tbsakrebulo.gov.ge Member of Organizations
Awards and Honors
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |